LEAD-ერი – ანუ ერთი სიტყვა წარმატების შესახებ

LEAD-ერი – ანუ ერთი სიტყვა წარმატების შესახებ 2018-10-12T08:50:02+00:00

Project Description

ვისთვისაა ეს მასტერკლასი?

სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის. ასევე, სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს საკუთარი წარმატებული კარიერა ადრეულ ასაკშივე შემქნას – დიახ, ეს მიზანი რეალური და მიღწევადია.

მასტერკლასის მიზნები:

ჩვენ მიზანია აღმოგაჩენინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები, გზები წარმატებისკენ. ტრენინგის გრძელვადიანი მიზანი კი თქვენ მიერ სხვა ადამიანების მოტივაცია, შთაგონება და მათი შეკავშირებაა.

მოსალოდნელი შედეგები:

კურსის შემდეგ მონაწილეები მეტ ყურადღებას დაუთმობენ თავიანთ საუკეთესო თვისებებს და უნარებს. ორგანიზაციებში, ისინი შეეცდებიან საუკეთესო პრაქტიკის შენარჩუნებას, ან/და მის განვითარებას. მოსწავლეები და სტუდენტები მიიღებენ იმ ტიპის ინფორმაციას, რომელიც მათ კარიერის დაგეგმვასა და წინსვლაში დაეხმარება.

მასტერკლასი 3 ძირითადი მოდულისგან შედგება:

პირველი ნაწილი ლიდერობის ცნებასა და მისი სახეობების განხილვას ეთმობა:

1) რას აკეთებს ლიდერი?

2) რა იცის ლიდერმა?

3) ვინ არის ნამდვილი ლიდერი?

პირველი მოდულის ბოლოს ყველანი ერთად ჩავერთვებით პრაქტიკულ სავარჯიშოში.

მეორე ნაწილი მნიშვნელოვანი ლიტერატურის მიმოხილვა და თანამედროვე კვლევების განხილვაა. ასევე, საუბარი კონკრეტულად ახალგაზრდებში ლიდერობაზე.

მესამე ნაწილი კურსის მთავარ ნაწილს წარმოადგენს. რეალური საერთაშორისო ანალოგიებით, ჩვენ ვისაუბრეთ ლიდერობის ქართულ პრაქტიკაზე და მის პოტენციალზე. განსხვავებაზე ლიდერსა და მენეჯერს შორის. ტრენინგის ბოლოს 5 წუთს კურსის მიმოხილვას დავუთმობთ.

გარდა მნიშვნელოვანი ლიტერატურისა, ჩვენ პრაქტიკაზეც ვისაუბრებთ. თუმცა, როგორც ყველა საქმე, ჩვენი ტრენინგიც ერთობლივ მუშაობას საჭიროებს – ემპათიას მოსაუბრესა და მსმენელს შორის.

ინფორმაცია სპიკერის შესახებ

  • 2017 წლიდან – დღემდე თბილისის საკრებულოს წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე;
  • გლაზგოს უნივერსიტეტის (UofG) საერთაშორისო სამართლის მაგისტრი;
  • კავკასიის უნივერსიტეტისა (CU) და ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (TTU) სამართლის სკოლების კურსდამთავრებული;
  • 2013-2016 წწ. სტუდენტური თვითმმართველობის (CSLU) პრეზიდენტი;
  • 2015-2016 წწ. საქართველოს ახალგაზრდობის დელეგატი UNESCO-ში;
  • 2 ლიტერატურული წიგნის ავტორი.
თითოეულ მსმენელზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
  • ხანგრძლივობა: 4 სთ;
  • ღირებულება: 35 ლარი.
რეგისტრაცია
გიორგი ჩაკვეტაძე
გიორგი ჩაკვეტაძეტრენერი
რეგისტრაცია