IT პროექტების და პროდუქტების მართვა Scrum/Agile მოდელით

IT პროექტების და პროდუქტების მართვა Scrum/Agile მოდელით 2019-10-14T08:45:44+00:00

Project Description

ტრენინგ პროგრამის “IT პროექტების და პროდუქტების მართვა Scrum/Agile მოდელით” თემატიკა შედგენილია Scrum Guide-ის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს scrum.org – ის ძირითად სახელმძღვანელოს სქრამის შესახებ, და რომლის ცოდნაც უზრუნველყოფს სერთიფიცირების პირველი ეტაპის საფუძველს

ყოველი შეხვედრა დაეთმობა თეორიულ მასალას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს და ქეისების განხილვას

ვისთვისაა ეს კურსი?

კურსი განკუთვნილია ყველასთვის ვინც ჩართულია ტექნოლოგიური პროექტებისა და პროდუქტების შექმნაში და ხედავს რა ტრადიციული პროექტების მართვის სისუსტეებს თანამედროვე მუდმივად და ელვისებური სისწრაფით ცვალებად სამყაროში, სურს შეიტყოს და დანერგოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი მოდელი თავის საქმინაობაში. კურსი საინტერესო იქნება მოქმედი პროექტის მენეჯერების, სტარტაპერების, ტექ. ლიდებისა და ყველა იმ პოზიციის მქონე ადამიანისთვის ვისაც სურს მეტი ეფექტურობით მართოს პროექტებისა და პროდუქტების განვითარების სხვადასხვა ფაზები

მოსალოდნელი შედეგები

კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები:

  1. შეიტყობენ თუ რა არის და როდის გამოიყენება Agile და Scrum
  2. გაეცნობიან Scrum-ის მთავარ კონცეფციებს
  3. მოისმენენ საინტერესო ქეისებს სქრამის დანერგვასთან დაკავშირებით მსოფლიოს მოწინავე კომპანიებში
  4. შეიძენენ სქრამის მეთოდოლოგიით მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას

ტრენინგების თემატიკა:

შეხვედრა I: შესავალი

  • Agile-ის შესახებ
  • Agile მანიფესტი
  • სქრამის განმარტება
  • სქრამის გამოყენება
  • სქრამის თეორია
  • სქრამის მნიშვნელობა
  • სქრამის ღირებულებები
  • Case study #1

თამაში სქრამის პრინციპების მარტივად გასაგებად

შეხვედრა II: სქრამის გუნდი

  • დეველოპმენტ გუნდი (DT)
  • პროდუქტის მფლობელი (PO)
  • სქრამ მასტერი (SM)
  • სქრამ მასტერის 8 ქუდი
  • Case study #2

პრაქტიკული სამუშაო: სქრამ როლები

შეხვედრა III: სქრამის ცერემონიები

  • სპრინტი
  • სპრინტის დაგეგმვა
  • ყოველდღიური სქრამი
  • სპრინტის განხილვა
  • სპრინტის რეტროსპექტივა
  • Case study #3

პრაქტიკული სამუშაო: ცერემონიები

შეხვედრა IV: სქრამის არტეფაქტები

  • პროდუქტის ბექლოგი
  • სპრინტის ბექლოგი
  • ინკრემენტი
  • “Burndown” გრაფიკი და “Velocity”
  • არტეფაქტების გამჭვირვალობა
  • „დასრულებულია“ და „მზადაა“ განსაზღვრებები
  • Case study #4

პრაქტიკული სამუშაო: ამოცანის დანაწევრება სამუშაო ერთეულებად და ბექლოგის ფორმირება

შეხვედრა V: დასკვნითი ნაწილი

  • Scrum Agile-ის ძირითადი განსხვავებები ტრადიციული waterfall მეთოდოლოგიისგან
  • სხვა Agile მეთოდოლოგიები
  • Nexus & SAFe მეთოდების მოკლე მიმოხილვა
  • სერტიფიცირების საკითხები
  • ტესტები, საინტერესო რესურსები და წიგნები
  • Don’t do agile, be agile!
  • Case study #5

პრაქტიკული სამუშაო: რეტროსპექტივა

თითოეულ მონაწილეზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!

  • კურსის ხანგრძლივობა: 15 სთ;
  • თარიღები: 20 ნოემბერი – 4 დეკემბერი ;
  • დღეები: ოთხშაბათი 19:00-22:00; შაბათი 14:00-17:00;
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თელავის ქ. N5, სასტუმრო Alphabet;
  • ღირებულება: 590 ლარი (შესაძლებელია ეტაპობრივი ანგარიშსწორება);

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!

  • კურსის ხანგრძლივობა: 15 სთ;
  • თარიღები: 20,27 ნოემბერი, 4, 11, 18 დეკემბერი ;
  • ოთხშაბათი 19:00-22:00;
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თელავის ქ. N5, სასტუმრო Alphabet;
  • ღირებულება: 590 ლარი (შესაძლებელია ეტაპობრივი ანგარიშსწორება);

სპეციალური შეთავაზება – 10%-იანი ფასდაკლება:

  • CRDC-ის კურსდამთავრებულებზე;
  • სტუდენტებზე;
  • ერთი ორგანიზაციიდან 2-ზე მეტი თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში.

 

რეგისტრაცია
ნინო დარახველიძე
ნინო დარახველიძეტრენერი
რეგისტრაცია