სურსათის უვნებლობა – მოთხოვნები საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიმართ

სურსათის უვნებლობა – მოთხოვნები საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიმართ 2019-11-06T08:02:45+00:00

Project Description

რა ნორმები უნდა დავიცვათ იმისათვის, რომ შენი კვების ობიექტი არ დაჯარიმდეს?!- რესტორანი, სასადილო, კაფე-ბარი, საოჯახო სასტუმროს კვების ბლოკი, სწრაფი კვება და სურსათთან დაკავშირებული სხვა მსგავსი მომსახურება

ტრენერი: გიორგი მიქაძე – სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი / მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი სპეციალობით – „ჰიგიენა“

ტრენინგის თემატიკა:

I დღე – სურსათის უვნებლობის პოლიტიკა (3სთ)

  • მისალმება და პროგრამის გაცნობა
  • წინასწარი ტესტირება
  • სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ზოგადი მიმოხილვა
  • სურსათის უვნებლობაზე მოქმედი ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეები
  • ბიოლოგიურ, ქიმიურ და ფიზიკურ საფრთხეებზე მოქმედი ფაქტორები და მათი პრევენციის გზები
  • კითხვა-პასუხი

II დღე – საზოგადოებრივი კვების საწარმოების მიმართ დადგენილი მოთხოვნები (3 სთ)

  • საზოგადოებრივი კვების საწარმოების ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობებისა და მოწყობილობებისადმი დადგენილი მოთხოვნები
  • სურსათის მიღების, შენახვის, დამუშავების, მომზადებისა და გაცემის წესები
  • მოქმედი ჰიგიენის წესები: მავნებლების კონტროლი, დასუფთავება და რეცხვა/დეზინფექცია, ნარჩენების გატანა, პერსონალის პირადი ჰიგიენა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, დოკუმენტაცია/ჩანაწერები ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
  • საბოლოო ტესტირება
  • სასწავლო კურსის შეჯამება (კითხვა-პასუხი)
  • ხანგრძლივობა: 6 სთ;
  • თარიღები: 26, 29 ნოემბერი;
  • დრო: 14:00-17:00;
  • ადგილმდებარეობა: სასტუმრო Gallery Palace, პავლე ინგოროყვას ქ. 5
  • ღირებულება: 220 ლარი;

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

  • ხანგრძლივობა: 6 სთ;
  • თარიღები: 26, 29 ნოემბერი;
  • დრო: 14:00-17:00;
  • ადგილმდებარეობა: სასტუმრო Gallery Palace, პავლე ინგოროყვას ქ. 5
  • ღირებულება: 220 ლარი;

სპეციალური შეთავაზება – 10%-იანი ფასდაკლება:

  • CRDC-ის კურსდამთავრებულებზე;
  • სტუდენტებზე;
  • ერთი ორგანიზაციიდან 2-ზე მეტი თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში.

 

რეგისტრაცია