რეკრუტინგი

რეკრუტინგი 2019-02-13T13:14:20+00:00

Project Description

CRDC-ისა და საკონსულტაციო კომპანია The STREAM-ის ერთობლივი ტრენინგ კურსი – “რეკრუტინგი”

თუ გსურთ თქვენი ბიზნესისა და ორგანიზაციის შესაბამისი თანამშრომლები მოიძიოთ და სწორად შეარჩიოთ – დაესწარი ჩვენს კურსს.

კურსი განკუთვლია ყველასთვის, ვინც კომპანიაში ადამიანური რესუსების შერჩევაშია ჩართული: სხვადასხვა რგოლის მენეჯერებისთვის, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის და სპეციალისტებისთვის

კურსი პრაქტიკულია, დაეფუძნება საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკებს და მიმართული იქნება ტრენინგის მონაწილეთა საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტების ერთობლივ ინოვაციურ მოძიებაზე.

კურსის მიზანია მონაწილეებმა შეიძინონ და გაიმყარონ მოძიების პროცესის სწორად დაგეგმვის და მათთვის შესაბამისი პერსონალის  შერჩევის უნარ-ჩვევები.

ტრენინგის განმავლობაში მსმენელები პრაქტიკულად იმუშავებენ ადამიანური რესურსების მოზიდვის და შერჩევის მეთოდებზე. გაეცნობიან თანამედროვე მიდგომებს, აპრობირებულ და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, განიხილავენ გავრცელებულ შეცდომებს პერსონალის მოძიების დაგეგმვის და განხორციელების პროცესში. ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობების და როლური თამაშების დახმარებით შეიძენენ შესაბამის უნარ-ჩვევებს.

ტრენინგი სრულად მოიცავს  ვაკანსიის დაგეგმვიდან დაქირავებამდე პროცესის კომპონენტებს.

კურსის ხანგრძლივობა: 12 საათი, 4 სამსაათიანი შეხვედრა.

თემატიკა:

შეხვედრა I – ეფექტიანი დაქირავების მნიშვნელობა კომპანიისთვის – 3 საათი

  • მოძიების სტრატეგიები;
  • დამსაქმებლის ბრენდინგი;
  • ტალანტების მოზიდვა და რეკრუტინგი;
  • შერჩევის მეთოდების და ეტაპების განსაზღვრა;
  • პრაქტიკული სავარჯიშო;
  • მაგალითების განხილვა.

შეხვედრა II- ვაკანსიის გამოცხადება – 3 საათი

  • მოძიების არხები;
  • სოციალური მედიის გამოყენება;
  • განაცხადების ტიპები და კომუნიკაცია მოძიების არხების მიხედვით;
  • ვაკანსიაზე კონკრეტული მოთხოვნების დადგენა და გააზრება;
  • მაგალითების განხილვა.

შეხვედრა III – პირველადი შერჩევა და ტესტირება – 3 საათი

  • კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
  • პირველადი შერჩევა;
  • ანკეტები და სამოტივაციო წერილები;
  • ტესტების გამოყენება შერჩევაში;
  • პრაქტიკული აქტივობა;
  • მაგალითების განხილვა.

შეხვედრა IV- გასაუბრება – 3 საათი

  • გასაუბრების ტიპები;
  • ეფექტიანი გასაუბრების წარმართვა;
  • ჯგუფური გასაუბრება;
  • კანდიდატის საბოლოო შერჩევისას გასათვალისწინებელი საკითხები;
  • შეთავაზების გაკეთება;
  • როლური თამაში;
  • მაგალითების განხილვა.
ტრენინგის მიმდინარეობისას მოწვეული იქნებიან და რეკრუტინგში საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ საკონსულტაციო კომპანიის “The STREAM” კონსულტანტები შალვა ბაღათურია, ნონა კერესელიძე და მაია რობაქიძე.

კურსში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია

თითოეულ მონაწილეზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
  • კურსის ხანგრძლივობა: 12 სთ;
  • კურსის დასაწყისი – დასასრული: 26 თებერვალი – 8 მარტი;
  • შეხვედრების განაწილება: კვირაში 2-ჯერ, 19:00-22:00 სთ, (სამშაბათი, ხუთშაბათი);
  • ღირებულება: 390 ლარი;
  • კურსის ხანგრძლივობა: 12 სთ;
  • კურსის დასაწყისი – დასასრული: 26 თებერვალი – 8 მარტი;
  • შეხვედრების განაწილება: კვირაში 2-ჯერ, 19:00-22:00 სთ, (სამშაბათი, ხუთშაბათი);
  • ღირებულება: 390 ლარი;
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნინო ჩხეიძის N 54.

სპეციალური შეთავაზება – 10%-იანი ფასდაკლება:

  • CRDC-ის კურსდამთავრებულებზე;
  • სტუდენტებზე;
  • ერთი ორგანიზაციიდან 2 თანამშრომელზე მეტი დასწრების შემთხვევაში.
რეგისტრაცია
მარინა კუჭუხიძე
მარინა კუჭუხიძეტრენერი
რეგისტრაცია