ციფრული მარკეტინგის პროფესიონალი

ციფრული მარკეტინგის პროფესიონალი 2019-01-28T11:48:27+00:00

Project Description

ვისთვისაა ეს კურსი?

  • მოქმედი მარკეტერებისთვის, ვინც ამჟამად დასაქმებულია ბიზნეს ან საჯარო სექტორში;
  • ციფრული მარკეტინგით დაინტერესებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი აქვთ მომავალი პროფესია დაუკავშირონ ციფრულ სფეროს;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის, ვისაც სურთ გაზარდონ თავიანთი პროდუქტის/სერვისის მომგებიანობა;
  • ციფრული მარკეტინგით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც გააჩნია მარკეტინგის საბაზისო ცოდნა.

კურსის მიზნები:

კურსის მიზანია ციფრული მარკეტინგით დაინტერესებულ დამწყებ ან შემდგარ პროფესიონალებს შეასწავლოს ის ონლაინ ტექნიკები და პრაქტიკული ქმედებები, რომლებიც საბოლოოდ დაეხმარება როგორც საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში, ასევე უკვე წარმატებული ბიზნესის ეფექტიანობის და მომგებიანობის გაზრდაში.

მოსალოდნელი შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ შეძლებთ სრულყოფილად შეადგინოთ თქვენს ბიზნესზე მორგებული ციფრული კომუნიკაციის სტრატეგია, განახორციელოთ სეგმენტირებული კამპანიები, გააანალიზოთ მიღებული შედეგები და რაც მთავარია, გამოიმუშაოთ და აკონტროლოთ შემოსავალი.

ტრენინგების განაწილება:

I შეხვედრა – ციფრული მარკეტინგის საფუძვლები;

II შეხვედრა – ციფრული კომუნიკაციები;

III შეხვედრა – Display რეკლამა & Affiliate მარკეტინგი;

IV შეხვედრა – SEO;

V შეხვედრა – სოციალური მედია მარკეტინგი;

VI შეხვედრა – PPC – Search Engine Marketing & Analytics;

VII შეხვედრა – ციფრული კომუნიკაციის სტრატეგია და გეგმის შედგენა.

თითოეულ მონაწილეზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი

ღირებულება: 390 ლარი

  • კურსის ხანგრძლივობა: 21 სთ;
  • შეხვედრების განაწილება: კვირაში 2-ჯერ, 19:00-22:00 სთ, (სამშაბათი, ხუთშაბათი);
  • დასაწყისი – დასასრული: 14 თებერვალი – 7 მარტი.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
  • კურსის ხანგრძლივობა: 21 სთ;
  • შეხვედრების განაწილება: კვირაში 2-ჯერ, 19:00-22:00 სთ, (სამშაბათი, ხუთშაბათი);
  • დასაწყისი – დასასრული: 14 თებერვალი – 7 მარტი;
  • ღირებულება: 390 ლარი;
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ნინო ჩხეიძის ქ. N54.

შენიშვნა: კურსის ძირითადი ნაწილი მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებს, შესაბამისად, სასურველია, რომ მონაწილემ თან იქონიოს პირადი „ლეპტოპი“

 

სპეციალური შეთავაზება – 10%-იანი ფასდაკლება:

  • CRDC-ის კურსდამთავრებულებზე;
  • სტუდენტებზე;
  • ერთი ორგანიზაციიდან 2-ზე მეტი თანამშრომელის დასწრების შემთხვევაში.

 

რეგისტრაცია
თამარ ბადაშვილი
თამარ ბადაშვილიტრენერი
რეგისტრაცია