შრომის სამართლის ძირითადი ასპექტები

შრომის სამართლის ძირითადი ასპექტები 2019-08-24T09:17:34+00:00

Project Description

ვისთვისაა ეს კურსი?

აღმასრულებელი მენეჯერებისთვის, საჯარო და კერძო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისა და სპეციალისტებისთვის, იურისტებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს იცოდეს საკუთარი უფლებები შრომით ურთიერთობებში.

მოსალოდნელი შედეგები

კურსის მონაწილეები დაეუფლებიან შრომითი ურთიერთობის დაგეგმვისა და მართვისათვის ყველა საჭირო თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

კონკრეტული შედეგები:

  • მონაწილეს ეცოდინება როგორ დაიცვას დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები;
  • მსმენელს ექნება გაცნობიერებული ცოდნა შრომითი ურთიერთობის სამართლებრივი ნორმების შესახებ, რაც გულისხმობს შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირებას და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას;
  • მსმენელი დაეუფლება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესს, პრინციპებსა და საფუძვლებს;
  • მონაწილეს შეეძლება ტრენინგზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

I შეხვედრა – 3 სთ

  • შრომის სამართლის არსი;
  • შრომის სამართლის ძირითადი პრინციპები;
  • შრომითი ურთიერთობის შედარება სხვა ხელშეკრულებებთან;
  • შრომითი ურთიერთობის დაწყება; წინასახელშეკრულებო ვალდებულები;
  • ხელშეკრულების დადება და არსებითი პირობები;
  • პრაქტიკა და case study.

II შეხვედრა – 3 სთ

  • შინაგაწესის არსი და მნიშვნელობა;
  • შრომითი ხელშეკრულების სახეები;
  • მხარეთა უფლება-მოვალეობები შრომით ურთიერთობაში;
  • შრომითი ურთიერთობის ძირითადი საკითხები (შვებულება, მივლინება, ზეგანაკვეთური ანაზღაურება);
  • პრაქტიკა და case study.

III შეხვედრა – 3 სთ

  • შრომითი ურთიერთობის შეჩერება; დასაქმებულის უფლების დაცვა შრომითი ურთიერთობის შეჩერების დროს;
  • შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა; (შეწყვეტის საფუძვლები);
  • დასაქმებული ინფორმირებულება შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვა;
  • პრაქტიკა და case study.

IV  შეხვედრა – 3 სთ

  • შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა, როგორც ხელშეკრულების მოშლის საფუძველი;
  • შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;
  • დირექტორი, როგორც დასაქმებული;
  • სამსახურო ხელშეკრულების არსი;
  • დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულების მოშლა და მისი საფუძვლები;
  • პრაქტიკა და case study.
თითოეულ მონაწილეზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
  • კურსის ხანგრძლივობა: 12 სთ;
  • შეხვედრების განაწილება: კვირაში ერთხელ, ოთხშაბათი – 19:00-22:00 სთ;
  • შეხვედრების დღეები: 8, 15, 22, 29 მაისი
  • ღირებულება: 290 ლ.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

  • კურსის ხანგრძლივობა: 12 სთ;
  • დასაწყისი – დასასრული: 8 მაისი – 29 მაისი;
  • შეხვედრების განაწილება: კვირაში ერთხელ, ოთხშაბათი – 19:00-22:00 სთ;
  • შეხვედრების დღეები: 8, 15, 22, 29 მაისი
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნინო ჩხეიძის N 54;
  • ღირებულება: 290 ლ;
რეგისტრაცია
ნინო ლიპარტია
ნინო ლიპარტიატრენერი
რეგისტრაცია