ქოუჩინგი მენეჯერებისათვის

ქოუჩინგი მენეჯერებისათვის 2019-06-03T18:56:34+00:00

Project Description

პროგრამა განკუთვნილია მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის და ხელმძღვანელებს მართვის ახალი უნარების გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს, რათა გააუმჯობესონ თანამშრომელთა მოტივაცია, განვითარებისაკენ სწრაფვა, სამუშაოს შესრულება და ორგანიზაციული ხედვის, მისიის და ფასეულობების ერთგულება. ასევე მომავალი მენეჯერებისათვის, ვისაც მენეჯმენტის საშუალო და მაღალ პოზიციაზე მუშაობა სურს.

ტრენინგის მიზანი: ქოუჩინგის მეთოდებით მართვის უნარების გამომუშავება.

ტრენინგზე მიღებული ცოდნის და პრაქტიკის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ:

  • მართვისას ქოუჩინგის მეთოდების გამოყენებას;
  • დიალოგის წარმოებას ქოუჩინგური ინსტრუმენტების გამოყენებით;
  • დაეხმარონ თანამშრომლებს ეფექტური მიზნების დასახვასა და შედეგების მართვაში;
  • თანამშრომლების წახალისებას თვითანალიზის და განვითარებისთვის.

ტრენინგის შინაარსი:

  • ქოუჩინგი – მართვის ახალი სტილი.
  • ქოუჩინგის არსი, მიზანი და ძირითადი პრინციპები.
  • ქოუჩინგის ორგანიზაციული მართვის სხვა მეთოდებთან შედარება.
  • ქოუჩინგის მეთოდებით მართვა – პარტნიორობის პროცესი.
  • თანამშრომლებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბების ტექნიკები.
  • თანამშრომელთა ტიპები და მათთან საუბრის წარმოების თავისებურებები.
  • ქოუჩინგური საუბრის სტრუქტურა: კონტრაქტი, მიზნის დასახვა და ფორმულირება, გამოცდილების შექმნა, სამოქმედო გეგმის შემუშავება.
  • ძლიერი, შედეგზე ორიენტირებული კითხვების დასმის ტექნოლოგია.
  • ქოუჩინგის ინსტრუმენტები ხედვის, დაგეგმარებისა და ეფექტური გადაწყვეტილებისთვის.
  • თანამშრომლის განვითარებაზე მიმართული უკუკავშირის განხორციელება.
თითოეულ მონაწილეზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
  • კურსის ხანგრძლივობა: 15 სთ;
  • თარიღები: 17, 19, 21, 24 , 26 ივნისი;
  • დრო: 19:00-22:00;
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნინო ჩხეიძის N 54;
  • ღირებულება: 450 ლ;

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

  • კურსის ხანგრძლივობა: 15 სთ;
  • თარიღები: 17, 19, 21, 24 , 26 ივნისი;
  • დრო: 19:00-22:00;
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნინო ჩხეიძის N 54;
  • ღირებულება: 450 ლ;

სპეციალური შეთავაზება – 10%-იანი ფასდაკლება:

  • CRDC-ის კურსდამთავრებულებზე;
  • სტუდენტებზე;
  • ერთი ორგანიზაციიდან 2-ზე მეტი თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში.
რეგისტრაცია
რუსუდან კვაჭანტირაძე
რუსუდან კვაჭანტირაძეტრენერი
რეგისტრაცია