ტურისტული კომპანიის მართვა

ტურისტული კომპანიის მართვა 2019-03-25T10:58:19+00:00

Project Description

ტურისტული კომპანიის მართვის სრული კურსი, 7 მოდული

კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ შეძლებთ სრულყოფილად შეადგინოთ თქვენს ბიზნესზე მორგებული ტურისტული კომპანიის სტრატეგია, განახორციელოთ სეგმენტირებული კამპანიები თქვენს ინდუსტრიაში, შექმნათ სხვადასხვა ტიპის ტურისტული პროდუქტები და განახორციელოთ ინოვაციური, მომგებიანი პროექტები,  გააანალიზოთ მიღებული შედეგები და რაც მთავარია, გამოიმუშაოთ და აკონტროლოთ შემოსავალი.

მოდული 1 (3 სთ): ტურიზმის პოლიტიკა – რუსუდან მამაცაშვილი

შეხვედრა 1 (3სთ):

  • შესავალი ტურიზმის ინდუსტრიაში;
  • ტურიზმის სტატისტიკა;
  • ტურიზმის სახეობები;
  • საჯარო სექტორის როლი ტურიზმში;
  • საქართველოს ტურიზმის სტრატეგია;
  • ტურიზმის დაგეგმვისას გასათვალისწინებელი საკითხები;
  • მიზნობრივი ბაზრები.

მოდული 2 (9 სთ) : ტურიზმის ინდუსტრია. „ძირითადი საფუძვლები“ – ნატო კიკნაველიძე 

შეხვედრა 2 (3სთ): საერთაშორისო (გამყვანი) ტურიზმის ძირითადი ელემენტები:

  • სასტუმროების კლასიფიკაცია;
  • განთავსების ტიპები;
  • კვების ტიპები;
  • საექსკურსიო მომსახურება და სადაზღვევო სისტემა;
  • ტურისული კომპანიის და ტუროპერატორის ფუნქციები, მუშაობის სპეციფიკა;
  • რეზერვაციის სისტემებთან გაცნობა.

შეხვედრა 3 (3სთ): საერთაშორისო (გამყვანი) ტურიზმის ძირითადი ელემენტები :

  • საჰაერო ტრანსპორტი;
  • საავიაციო ანბანი;
  • GDS და CRS სისტემების სხვაობა და მათი მუშაობის სპეციფიკა;
  • საქართველოში აპრობირებული დაბალბიუჯეტური და მსოფლიოს წამყვანი ავიოკომპანიები;
  • ავიაბილეთების ტიპები და მათი გამოყენების პირობები.

შეხვედრა 4 (3სთ): შიდა ტურიზმი

  • შემომყვანი ტურიზმის ძირითადი სახეობები;
  • ტურისტული პროდუქტის შექმნა და მასში შემავალი ელემენტები;
  • ტურის ღირებულების დადგენა;
  • შემომყვანი ტურიზმის საგადასახადო კანონმდებლობის თავისებურებანი.

მოდული 3 (6 სთ) კორპორატიული გაყიდვები – საქმიანი MICE ტურიზმი – ვიკა შარია

შეხვედრა 5 (3სთ):

  • MICE ტურიზმი: რთული, მომგებიანი, პერსპექტიული – შესავალი ნაწილი;
  • რა მნიშვნელობა აქვს საქმიან ტურიზმს ქვეყნის განვითარებისთვის და როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ჩართულობა ამ დარგის განვითარებისთვის;
  • საქმიანი ტურიზმის ძირითადი მონაწილეები, მათი კვეთა და ურთიერთობა მასპინძლობის სფეროს ფარგლებში;
  • როგორ უნდა დავამყაროთ კომუნიკაცია კორპორატიულ კლიენტთან – რატომ არის ძალიან მიმზიდველი ტურისტული კომპანიისთვის და ამავე დროს ყველაზე მომთხოვნი;
  • კონკურენცია MICE სფეროში.

შეხვედრა 6 (3სთ):

  • რისგან შედგება MICE პროექტი;
  • ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები MICE პროექტზე მუშაობისას და მსვლელობისას;
  • როგორი უნდა იყოს მენეჯერი, რომელიც მუშაობს კორპორატიულ სეგმენტზე;
  • რა სირთულეები ახლავს MICE ინდუსტრიას, მისი განვითარების ტენდენცია საქართველოში;
  • ყველაზე პერსპექტიული ბაზრები, როგორ მოვიძიოთ ისინი.

მოდული 4 (3 სთ) მომწოდებლებთან ურთიერთობა სატრანსპორტო კომპანიის მაგალითზე: სატრანსპორტო სერვისი – წუთი და დეტალი – ნატალი გურიელი

შეხვედრა 7 (3სთ):

  • სატრანსპორტო მომსახურების როლი, ტურისტული სერვისის ღირებულებათა ჯაჭვში;
  • როგორ მუშაობს სატრანსპორტო სექტორი;
  • ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა და შედეგები;
  • სერვისის პროვაიდერებს შორის პარტნიორობის გზები და საერთო მიზნები;
  • ბიზნეს ეთიკის როლი სექტორის გაძლიერებაში;
  • ფორს მაჟორ მენეჯმენტის მნიშვნელობა კომპანიის რეპუტაციის ჩამოყალიბებაში;
  • რა გავლენა აქვს დროის მენეჯმენტს სერვისის მიწოდებისას;
  • გიდის კვალიფიკაციის გავლენა სატრანსპორტო მომსახურებაზე;
  • სატრანსპორტო სექტორის ხარვეზები და განვითარების შესაძლებლობები.

მოდული 5 (6 სთ): სასტუმროებთან ურთიერთობა და OTA (ონლაინ ტურისტული არხები) – თამუნა კუბლაშვილი 

შეხვედრა 8 (3სთ):

  • სასტუმროს გაყიდვების სტრუქტურა;
  • სასტუმროს საფასო პოლიტიკა;
  • ტურისტული სააგენტო VS სასტუმრო;
  • სასტუროებთან ეფექტური ურთიერთობა;

შეხვედრა 9 (3სთ):

  • კომუნიკაციის/მოთხოვნის ფორმები;
  • ჯგუფების მიღება/გასტუმრება;
  • კონკურენტები;
  • Booking.com და მისი სასტუმროსთან მუშაობის პრინციპები.

მოდული 6 (3 სთ): ტურისტული კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევები, პრობლემები, წინააღმდეგობები და მათი გადალახვის გზები – გურამ ყოჩიაშვილი

შეხვედრა 10 (3სთ):

  • არსებული გამოწვევები ქართულ ტურისტულ ბაზარზე;
  • ბერკეტები და დაბრკოლებები, რომლებიც გვხვდება ბაზარზე მუშაობისას;
  • თანამედროვე ტენდენციები;
  • საერთაშორისო სტანდარტები და მომსახურების ხარისხის დონე;
  • რეგულაციები ქართულ ტურისტულ ბაზარზე.

მოდული 7 (3 სთ): ზოგადი მენეჯმენტი და გუნდური მუშაობის პრინციპები – მაია ბიბილაური

შეხვედრა 11 (3სთ):

  • რა არის გუნდი (ზოგადი განმარტება) – ტურ/MICE პროექტმენეჯერი ლიდერია თუ შემსრულებელი?;
  • რა პრინციპებით ჯობია მართვა იმისთვის რომ მაქსიმალურად წარმატებული კომპანია გახდეთ;
  • პროექტების მართვა Scrum Agile მეთოდით;
  • საინტერესო ცოცხალი მაგალითების განხილვა;
  • როგორ ხვდება კლიენტი რამდენად გამოცდილია ტურ/MICE მენეჯერი;
  • ლიდერი ხართ თუ უფროსი?;
  • ვისი ბრალია როდესაც თანამშრომელი სიმართლეს არ ეუბნება ხელმძღვანელს?
თითოეულ მონაწილეზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
  • კურსის ხანგრძლივობა: 33 სთ;
  • დასაწყისი – დასასრული: 8 აპრილი – 20 მაისი;
  • შეხვედრების განაწილება: ორშაბათი, პარასკევი (კვირაში ორჯერ), დრო: 19:00-22:00 სთ.
  • ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ნინო ჩხეიძის 54;
  • კურსის ღირებულება: 790 ლ.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

  • კურსის ხანგრძლივობა: 33 სთ;
  • დასაწყისი – დასასრული: 8 აპრილი – 20 მაისი;
  • შეხვედრების განაწილება: ორშაბათი, პარასკევი (კვირაში ორჯერ), დრო: 19:00-22:00 სთ.
  • ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ნინო ჩხეიძის 54;
  • კურსის ღირებულება: 790 ლ.

სპეციალური შეთავაზება – 10%-იანი ფასდაკლება:

  • CRDC-ის კურსდამთავრებულებზე;
  • სტუდენტებზე;
  • ერთი ორგანიზაციიდან 2 თანამშრომელზე მეტი დასწრების შემთხვევაში.
რეგისტრაცია
ნატო კიკნაველიძე
ნატო კიკნაველიძეტრენერი
ვიკა შარია
ვიკა შარიატრენერი
ნატალი გურიელი
ნატალი გურიელიტრენერი
თამუნა კუბლაშვილი
თამუნა კუბლაშვილიტრენერი
გურამ ყოჩიაშვილი
გურამ ყოჩიაშვილიტრენერი
მაია ბიბილაური
მაია ბიბილაურიტრენერი