სასტუმროს მენეჯმენტი

სასტუმროს მენეჯმენტი 2019-08-26T07:00:41+00:00

Project Description

სასტუმროს  მენეჯმენტის სრული კურსი, 6 მოდული


ვისთვისაა ეს კურსი?

კურსი განკუთვნილია სასტუმროს ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვინც საკუთარ პროფესიულ კარიერას სასტუმროს სფეროს უკავშირებს. ასევე, ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის

კურსის მიზნები

მსმენელები გაეცნონ ამ სფეროში დაგროვილ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, გაერკვნენ სასტუმროს მენეჯმენტის არსში, ფუნქციებში, მისი შესწავლის მეთოდოლოგიურ საფუძვლებში; შეძლონ სასმტუმროს საქმის ოპერირების ეფექტიანი დაგეგმვა და მართვა.

მოსალოდნელი შედეგები

მსმენელები დაეუფლებიან სასტუმროს სფეროს პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას, მუშაობის სპეციფიკას და სტანდარტებს, რომლის გამოყენებასაც ისინი პრაქტიკაში შეძლებენ. კურსის შემდეგ თითოეულ მონაწილეეს შეეძლება სასტუმროს მართვა დამოუკიდებლად და ეფექტიანად.

მოდული 1: მიღება-განთავსება, დაჯავშნა, სტუმრის უსაფრთხოება – მარინა ქერელაშვილი

შეხვედრა 1: (3 სთ)

  • შესავალი სასტუმროს მენეჯმენტში (ისტორიული მიმოხილვა, სასტუმროს კლასიფიკაციის სისტემები, დარგის ზრდის ტენდენციები).
  • განთავსების ინდუსტრიისა და სასტუმრო მომსახურების არსი
  • სასტუმროს ძირითადი სამსახურები და მათი ფუნქციონირების თავისებურებანი;
  • სასტუმროთა და სასტუმრო ნომრების საკლასიფიკაციო სისტემები;
  • სასტუმრო ფასები და ფასთა პოლიტიკა;
  • სასტუმროს ორგანიზება და ფრონტ–ოფისი.

შეხვედრა 2: (3 სთ)

  • დაჯავშნა (დაჯავშნის მნიშვნელობა მოგზაურთა და სასტუმროსათვის, დაჯავშნის სისტემის მიმოხილვა, წყაროები, სტუმართა მიერ დაჯავშნის პროცედურები);
  • ჯავშვნის დასტურის წერილი და მნიშვნელობა;
  • სტუმრების რეგისტრაცია. (სტუმართან პირველი კონტაქტის მნიშვნელობა, სტუმართა მონაცემების მოკრება, სტუმართა რეგისტრაციის პროცედურა, გამოყოფილი ოთახის რეგისტრაცია);
  • როლური თამაშები.

შეხვედრა 3: (3 სთ)

  • პრობლემური სიტუაციების მოგვარება;
  • სტუმრის უსაფრთხობა;
  • სტუმართან ანგარიშსწორება. (ფრონტ-ოფისის საერთო ბუღალტრული პრაქტიკა, ანგარიშსწორებისა და საგადამხდელო ფორმები და პროცედურები).
  • სტუმრის გაწერა (სტუმრის გაწერის განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურები, სტუმართა ისტორიები);
  • როლური თამაშები.

მოდული 2: კვება და სასმელი (F&B) – ილია საგანელიძე

შეხვედრა 4: (3 სთ)

  • ზოგადი მიმოხილვა – შესავალი სასტუმროს ინდუსტრიაში;
  • ჰიგიენური სტანდარტები;
  • საკვების უსაფრთხოების მთავარი წესები;
  • კვების ობიექტის ტიპები და მომსახურეობის სტანდარტები;
  • მენიუს ტიპები.

შეხვედრა 5: (3 სთ)

  • სტუმართან კომუნიკაცია, შეთავაზება;
  • საკვებისა და სასმელების კლასიფიკაცია მენიუში;
  •    სასმელების ტიპები და მათი განმარტება: ლუდი, ღვინო, სპირტიანი სასმელები.

შეხვედრა 6: (3 სთ)

  • კერძების მირთმევის თანმიმდევრობა;
  • მიმტანის ვალდებულებები;
  • სასმელის სწორად  შეთავაზება კერძების შეკვეთის შემდეგ;
  • კვების ობიექტის წარმატება;
  • მიმტანი გაყიდვების როლში.

მოდული 3: სასტუმროს გაყიდვები და მარკეტინგი – ირაკლი ჭიღლაძე

შეხვედრა 7: (3 სთ)

  • სასტუმროს გაყიდვების სფეციფიკა;
  • სასტუმროს პროდუქტები;
  • სტუმრებთან ურთიერთობების მართვა;
  • სასტუმროს გაყიდვების დაგეგმვა.

შეხვედრა 8: (3 სთ)

  • სასტუმროს მარკეტინგული სტრატეგიები;
  • სტუმრებთან კომუნიკაცია;
  • მარკეტინგის ბიუჯეტი;
  • სასტუმროს ბრენდინგი.

შეხვედრა 9: (3სთ)

  • სასტუმროს შემოსავლების მენეჯმენტი (Revenue Management);
  • Revenue Management და მისი მთავარი ფუნქციონალი;
  • P/L;
  • სასტუმროს ფიქსირებული/ცვლადი ხარჯები;
  • როგორ გამოვთვალოთ სასტუმროს დაკავებული ოთახის თვითღირებულება (წრფივი ფუნქციით);
  • EBITA-ის გამოთვლა;
  • შემოსავლსა და ხარჯს შორის დამოკიდებულება (როგორია სასტუმროს სტანდარტები)

მოდული 4: ონლაინ ტურისტული არხები OTA (Booking.com …) – როგორ გავხადოთ ჩვენი ობიექტი დაჯავშნადი – თამუნა კუბლაშვილი

შეხვედრა 10: (3 სთ)

  • ონლაინ ტურისტული არხი, როგორც პროდუქტი;
  • ეტაპები – როგორ გავხადოთ თქვენი ობიექტი ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის;
  • პრაქტიკული მუშაობა OTA სისტემაში.

მოდული 5: სასტუმროსა და ტურისტული კომპანიის ურთიერთობის კოდექსი – პარტნიორი VS კონკურენტი – ვიკა შარია

შეხვედრა 11: (3 სთ)

  • სასტუმროს კლიენტების კლასიფიკაცია სასტუმროს ტიპის მიხედვით (City/leisurehotel; Businesshotel; Aparthotel; Resort hotel; Boutique/Design hotel; Congress/Airporthotel);
  • რა მოლოდინები აქვს ტურისტულ კომპანიებს სასტუმროებისგან ყიდვა-გაყიდვის პროცესში;
  • რა მოლოდინები აქვს ტურისტულ კომპანიას სასტუმროებისგან მომსახურების გაწევისას;
  • არსებობს თუ არა ფასწარმოქმნის იდეალური სქემა;
  • რა არის სასტუმროსა და კონტრაგენტის /ტურისტული კომპანიის წარმატებული საქმიანობის ფორმულა;
  • მასპინძლობის ინდუსტრიის ბიზნეს ეთიკის კოდექსი: ვისი ინტერესები უნდა დაიცვას სასტუმრომ პირველ რიგში და რატომ;
  • რა შედეგები მოყვება სწორ/არასწორ საქმის წარმოების პოლიტიკას სასტუმროს, სააგენტოს და მომხმარებლის ჭრილში.

მოდული 6: სტრატეგიული მენეჯმენტი – პეტრე ადამაძე

შეხვედრა 12: 3სთ

  • სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი;
  • ორგანიზაციის რესურსების ეფექტიანი გამოყენების პრინციპები;
  • სისტემური მართვა;
  • კონკურენტული სტრატეგიები;
  • განვითარების ტექნოლოგია.

შეხვედრა 13: 3სთ

  • HR მენეჯმენტის ძირითადი ასპექტები;
  • ადამიანური რესურსების როლი ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების პროცესში;
  • არაფინანსური მოტივაციის კომპონენტები;
  • დამსაქმებლის ბრენდინგი;
  • ორგანიზაციის უწყვეტი განვითარება.

შეხვედრა 14: 1სთ

  • ვიზიტი სასტუმროში – ინფო-ტური ( Tbilisi Marriott)
თითოეულ მონაწილეზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
  • კურსის ღირებულება: 850 ლარი; (შესაძლებელია  ეტაპობრივი ანგარიშსწორება)
  • კურსის ხანგრძლივობა: 40 სთ;
  • დასაწყისი – დასასრული: 16 სექტემბერი – 28 ოქტომბერი;
  • შეხვედრების განაწილება:
    • დღეები: ორშაბათი, ხუთშაბათი (კვირაში ორჯერ);
    • დრო: 19:00-22:00.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

  • კურსის ხანგრძლივობა: 40 სთ;
  • დასაწყისი – დასასრული: 16 სექტემბერი – 28 ოქტომბერი;
  • შეხვედრების განაწილება:
    • დღეები: ორშაბათი, ხუთშაბათი (კვირაში ორჯერ);
    • დრო: 19:00-22:00.
  • ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ნინო ჩხეიძის 54;
  • კურსის ღირებულება: 850 ლარი. (შესაძლებელია ეტაპობრივი ანგარიშსწორება)

სპეციალური შეთავაზება – 10%-იანი ფასდაკლება:

  • CRDC-ის კურსდამთავრებულებზე;
  • სტუდენტებზე;
  • ერთი ორგანიზაციიდან 2-ზე მეტი თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში.
რეგისტრაცია
მარინა ქერელაშვილი
მარინა ქერელაშვილიტრენერი
ილია საგანელიძე
ილია საგანელიძეტრენერი
ირაკლი ჭიღლაძე
ირაკლი ჭიღლაძეტრენერი
თამუნა კუბლაშვილი
თამუნა კუბლაშვილიტრენერი
ვიკა შარია
ვიკა შარიატრენერი
პეტრე ადამაძე
პეტრე ადამაძეტრენერი