სასტუმროს მენეჯმენტი & MICE (საქმიანი) ტურიზმი – ბათუმი

სასტუმროს მენეჯმენტი & MICE (საქმიანი) ტურიზმი – ბათუმი 2019-04-12T11:20:44+00:00

Project Description

სასტუმროს  მენეჯმენტის კურსი, 3 მოდული


ვისთვისაა ეს კურსი?

კურსი განკუთვნილია სასტუმროს ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვინც საკუთარ პროფესიულ კარიერას სასტუმროს სფეროს უკავშირებს. ასევე, ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის

კურსის მიზნები

მსმენელები გაეცნონ ამ სფეროში დაგროვილ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, გაერკვნენ სასტუმროს მენეჯმენტის არსში, ფუნქციებში, მისი შესწავლის მეთოდოლოგიურ საფუძვლებში; შეძლონ სასმტუმროს საქმის ოპერირების ეფექტიანი დაგეგმვა და მართვა.

მოსალოდნელი შედეგები

მსმენელები დაეუფლებიან სასტუმროს სფეროს პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას, მუშაობის სპეციფიკას და სტანდარტებს, რომლის გამოყენებასაც ისინი პრაქტიკაში შეძლებენ. კურსის შემდეგ თითოეულ მონაწილეეს შეეძლება სასტუმროს მართვა დამოუკიდებლად და ეფექტიანად.

მოდული 1: მიღება-განთავსება, დაჯავშვნა, სტუმრის უსაფრთხოება – დავით ჭავჭანიძე

შეხვედრა 1: (4 სთ)

  • შესავალი სასტუმროს მენეჯმენტში (ისტორიული მიმოხილვა, სასტუმროს კლასიფიკაციის სისტემები, დარგის ზრდის ტენდენციები).
  • განთავსების ინდუსტრიისა და სასტუმრო მომსახურების არსი
  • სასტუმროს ძირითადი სამსახურები და მათი ფუნქციონირების თავისებურებანი;
  • სასტუმროთა და სასტუმრო ნომრების საკლასიფიკაციო სისტემები;
  • სასტუმრო ფასები და ფასთა პოლიტიკა;
  • სასტუმროს ორგანიზება და ფრონტ–ოფისი.

შეხვედრა 2: (4 სთ)

  • დაჯავშნა(დაჯავშნის მნიშვნელობა მოგზაურთა და სასტუმროსათვის, დაჯავშნის სისტემის მიმოხილვა, წყაროები, სტუმართა მიერ დაჯავშნის პროცედურები);
  • ჯავშვნის დასტურის წერილი და მნიშვნელობა;
  • სტუმრების რეგისტრაცია. (სტუმართან პირველი კონტაქტის მნიშვნელობა, სტუმართა მონაცემების მოკრება, სტუმართა რეგისტრაციის პროცედურა, გამოყოფილი ოთახის რეგისტრაცია).
  • პრობლემური სიტუაციების მოგვარება;
  • სტუმრის უსაფრთხობა;
  • სტუმართან ანგარიშსწორება. (ფრონტ-ოფისის საერთო ბუღალტრული პრაქტიკა, ანგარიშსწორებისა და საგადამხდელო ფორმები და პროცედურები).
  • სტუმრის გაწერა (სტუმრის გაწერის განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურები, სტუმართა ისტორიები).

მოდული 2: სასტუმროსა და ტურისტული კომპანიის ურთიერთობის კოდექსი – პარტნიორი VS კონკურენტი – ვიკა შარია

შეხვედრა 3: (4 სთ)

  • რა არის კორპორატიული/საქმიანი ტურიზმი; საქმიანი ტურიზმის ყველა შემადგენელი რგოლი;
  • მასპინძლობის ინდუსტრიის ძირითადი მოთამაშეები;
  • რამდენად მნიშვნელოვანია განვითარებული სასტუმრო ინფრასტრუქტურა წარმატებული MICE ტურიზმისთვის;
  • რისგან შედგება MICE პროექტი, მისი ძირითადი ეტაპები;
  • რა სურს კორპორატიულ კლიენტს, მისი მოლოდინები;
  • კორპორატიული გაყიდვების ეტაპობრივი ნაბიჯები და რეკომენდაციები;
  • MICE გაყიდვების არხები.

შეხვედრა 4: (4 სთ)

  • წარმატებული ორგანიზაციის სტრუქტურა;
  • როგორი უნდა იყოს MICE მენეჯერი;
  • MICE ტურიზმის ძირითადი მონაწილეები, მათი თანა ურთიერთობა;
  • კონკურენცია მასპინძლობის ინდუსტრიაში;
  • პერსპექტივები, ტენდენციები და ბერკეტები საქმიან ტურიზმში რეგიონალურ და საერთაშორისო ჭრილში;
  • ბათუმი და აჭარის რეგიონი როგორც ქართული MICE ტურიზმის ძირითადი მოთამაშე. რა არის ამისათვის საჭირო.

შეხვედრა 4: (3 სთ)

  • MICE ტურიზმი რეგიონულ (აჭარა) ჭრილში;
  • სასტუმროსა და მომხმარებლის (ფიზიკური და იურიდიული) თანამშრომლობის სხვადასხვა მეთოდები;
  • სასტუმროს გაყიდვების თანამედროვე ტენდენციები გლობალიზაციის ჭრილში;
  • მასპინძლობის ინდუსტრიის ბიზნეს ეთიკის კოდექსი: ვისი ინტერესები უნდა დაიცვას სასტუმრომ პირველ რიგში და რატომ;
  • რა შედეგები მოყვება სწორ/არასწორ საქმის წარმოების პოლიტიკას სასტუმროს, სააგენტოს და მომხმარებლის ჭრილში.

მოდული 3: სასტუმროს გაყიდვები და მარკეტინგი – ავთანდილ წურწუმია

შეხვედრა 5  (4 სთ)

  • გაყიდვების ციკლის მიზნობრიობა, სწორი დაგეგმვა და შესრულება;
  • პროდუქტის ბენეფიტის გაყიდვა და არა თვით პროდუქტის;
  • წარმატებული გაყიდვების ოთხი ფაზა;
  • ეფექტური კომუნიკაციის შვიდი საფეხური.

შეხვედრა 6 (4სთ)

  • ონლაინ ტურისტულ არხებზე (OTA) მუშაობის ეფექტიანი პოლიტიკა
  • მარკეტინგული პლათფორმების გამოყენება;
  • ღირებული გაყიდვების   მნიშვნელობა, რას ნიშნავს ის რა უნარები არის საჭირო  რომ იყოთ წარმატებული გაყიდვების მენეჯერი და  პოტენციური ბიზნეს პარტნიორის სანდო მრჩეველი;
  • როგორ გამოვიცნოთ ის მომხმარებელი, რომელთანაც დაამყარებთ ხანგრძლივ საქმიან ურთიერთობას, რომლისთვისაც ფასი არ იქნება გადამწყვეტი ასპექტი თქვენი პროდუქტის არჩევის დროს?
  • მომხმარებელზე ორიენტირებული უნარები და მიდგომები.

ტრენინგების მასპინძელია Welmond Hotel Spa Casino

თითოეულ მონაწილეზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი

  • კურსის ხანგრძლივობა: 24სთ;
  • დასაწყისი – დასასრული: 11 მაისი – 16 მაისი;
  • შეხვედრების განაწილება: ყოველდღე, 10:00 – 14:00 სთ;
  • ღირებულება: 690 ლარი.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

  • კურსის ხანგრძლივობა: 24 სთ;
  • დასაწყისი – დასასრული: 11 მაისი – 16 მაისი;
  • შეხვედრების განაწილება: ყოველდღე, 10:00 – 14:00 სთ;
  • ადგილმდებარეობა: სასტუმრო Welmond Hotel Spa Casino, შავშეთის ქუჩა N 2/4;
  • ღირებულება: 690 ლარი.

სპეციალური შეთავაზება – 10%-იანი ფასდაკლება:

  • CRDC-ის კურსდამთავრებულებზე;
  • სტუდენტებზე;
  • ერთი ორგანიზაციიდან 2-ზე მეტი თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში.
რეგისტრაცია
დავით ჭავჭანიძე
დავით ჭავჭანიძეტრენერი
ვიკა შარია
ვიკა შარიატრენერი
ავთანდილ წურწუმია
ავთანდილ წურწუმიატრენერი