სასტუმროს გაყიდვები, მარკეტინგი & PR

სასტუმროს გაყიდვები, მარკეტინგი & PR 2019-04-01T09:15:47+00:00

Project Description

გახსოვდეთ, რომ ჩვენ, სასტუმროს ინდუსტრიაში, ყველაზე უნიკალურ ბიზნეს საქმიანობას ვაწარმოებთ, რადგან ვყიდით დროსა და სივრცეს, ამიტომ ჩვენი არამეტერიალური ღირებულებები მართლაც უნიკალური და საუკეთესო უნდა იყოს – დოუგ კენედი, 2015

ვისთვისაა ეს კურსი?

კურსი განკუთვნილია მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, დამწყები, საშუალო და მაღალი რგოლის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერებისათვის, რომელთა უშუალო კომპეტენციაა ბიზნეს პარტნიორებთან, ორგანიზაციებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკების და ეფექტური გაყიდვების წარმოება. აგრეთვე, კურსი რეკომენდირებულია  მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისათვის, ვინც ფლობს სასტუმროს და სურს საკუთარ ბიზნესზე მორგებული გაყიდვების, მარკეტინგის და PR გეგმის შემუშავება, განხორციელება და თავიანთი პროდუქტის/სერვისის მომგებიანობის ზრდა. ასევე მათთვის, ვისაც სურს, მომავალი საქმიანობა ამ მიმართულებით წარმართოს.

მოსალოდნელი შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ შეძლებთ სრულყოფილად შეადგინოთ სასტუმროს გაყიდვების გეგმა, გამოიმუშაოთ ინდუსტრიაში არსებული სექტორის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების და კომუნიკაციის პრაქტიკული უნარები.  მოახდინოთ ბიზნეს პარტნიორების სეგმენტაცია, აგრეთვე აწარმოოთ მიზნობრივი კამპანიები და გაზარდოთ გაყიდვები.

კურსის გავლის შედეგად, თქვენ შეძლებთ  გამოიყენოთ ძირითადი მარკეტინგული შესაძლებლობები და პლატფორმები, რათა წარმოაჩინოთ თქვენი პროდუქტი კომპლექსურად. კურსდამთავრებული მიიღებს ან გაიღრმავებს ცოდნას საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში; ტრენინგის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და რეკომენდაციები დაეხმარება როგორც დამოუკიდებლად საქმის გაძღოლაში, ისე დაქვემდებარებულ PR სპეციალისტთან კომუნიკაციაში. 

მეთოდოლოგია
სწავლების 70% მოიცავს კონკრეტული სამუშაო მაგალითების განხილვას და აუდიტორიის მაქსიმალური  ჩართულობას, 20% ერთმანეთისგან, ხოლო 10%  საპრეზენტაციო სწავლისგან.

ის შეიცავს:

  • რეალურ თამაშებს;
  • ტესტებს;
  • ანიმაციებს და პრეზენტაციებს;
  • მოპოვებული ბიზნესის პორტფელის შექმნას.

ტრენინგების განაწილება:

შეხვედრა 1 – გაყიდვების ციკლის მიზნობრიობა, სწორი დაგეგმვა და შესრულება – ტრენერი: ავთანდილ წურწუმია

შეხვედრა 2 – პროდუქტის ბენეფიტის გაყიდვა და არა თვით პროდუქტის – ტრენერი: ავთანდილ წურწუმია

შეხვედრა 3 – წარმატებული გაყიდვების ოთხი ფაზა – ტრენერი: ავთანდილ წურწუმია

შეხვედრა 4 – ეფექტური კომუნიკაციის შვიდი საფეხური – ტრენერი: ავთანდილ წურწუმია

შეხვედრა 5 – მარკეტინგული პლათფორმების გამოყენება – ტრენერი: ავთანდილ წურწუმია

შეხვედრა 6 – საზოგადოებასთან ურთიერთობა PR – ტრენერი: მზია შარაშიძე

ზოგადი მიმოხილვა

  • რა არის PR-ი?;
  • PR-ი – რეპუტაციის მენეჯმენტი;
  • PR-ი, როგორც ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ნაწილი;
  • 4P – 7P;
  • PR-ის ფუნქციები;
  • PR-ი და ფსიქოლოგია;
  • კორპორაციული იდენტობა;
  • ბრენდი თუ არჩევანი?;
  • ბრენდი და ბრენდინგი.

დისკუსია: ბრენდების ანალიზი.

შეხვედრა 7 – საზოგადოებასთან ურთიერთობა PR – ტრენერი: მზია შარაშიძე

ძირითადი აქცენტები

  • სიტუაციური ანალიზი და კვლევა;
  • SWOT ანალიზი;
  • კომპანიის იმიჯის ფორმირება;
  • პოზიციონირება;
  • სამიზნე აუდიტორია;
  • სტრატეგია და დაგეგმვა.

ძირითადი ინსტრუმენტები

  • სოციალური მედია;
  • PR & AD;
  • რეკლამა და სპონსორობა;
  • პირდაპირი მარკეტინგი;
  • აზრის ლიდერები;
  • Word of Mouth;
  • კობრენდინგი;
  • დიზაინი;
  • ვებგვერდი;
  • ფოტოგრაფია;
  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.

დისკუსია: კონკრეტული მაგალითების განხილვა.

შეხვედრა 8 – საზოგადოებასთან ურთიერთობა PR – ტრენერი: მზია შარაშიძე

კომუნიკაციის ტექნიკა და გამოწვევები

  • ბაზების მომზადება;
  • მედიასთან ურთიერთობა;
  • ამბის თხრობა;
  • პრესრელიზი;
  • ინტერვიუ, სტატია;
  • პრესკონფერენცია;
  • მედიატური;
  • საჩუქრები;
  • პარტნიორებთან ურთიერთობა;
  • ღონისძიებები;
  • რისკები და კრიზისების მართვა;
  • შეფასება.

დისკუსია: კონკრეტული მაგალითების განხილვა და გამოცდილების გაზიარება.

 

სასწავლო მოგზაურობის დასრულების შემდგომ, თქვენ შეძლებთ:

  • გააიაზროთ ღირებული გაყიდვების   მნიშვნელობა, რას ნიშნავს ის რა უნარები არის საჭირო  რომ იყოთ წარმატებული გაყიდვების მენეჯერი და  პოტენციური ბიზნეს პარტნიორის სანდო მრჩეველი;
  • გამოიცნოთ ის მომხმარებელი, რომელთანაც დაამყარებთ ხანგრძლივ საქმიან ურთიერთობას, რომლისთვისაც ფასი არ იქნება გადამწყვეტი ასპექტი თქვენი პროდუქტის არჩევის დროს;
  • საკონსულტაციო გაყიდვების საშუალებით წინ წამოწიოთ თქვენი პროდუქტი, მოახდინოთ გავლენა და მოიპოვოთ რეკომენდაციები;
  • შეიმუშაოთ მომხმარებელზე ორიენტირებული უნარები და მიდგომები;
  • დაგეგმოთ და ეფექტიანად განახორციელოთ მარკეტინგული და PR  კამპანიები.

ჩვენთან ერთად ეს რეალურია – გელოდებით კურსზე!

თითოეულ მონაწილეზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
  • კურსის ხანგრძლივობა: 24 სთ;
  • დასაწყისი – დასასრული: 23 აპრილი – 16 მაისი;
  • შეხვედრების განაწილება: კვირაში 2-ჯერ, (სამშაბათი, ხუთშაბათი – 19:00-22:00 სთ);
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნინო ჩხეიძის N 54;
  • ღირებულება: 550 ლ;

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

  • კურსის ხანგრძლივობა: 24 სთ;
  • დასაწყისი – დასასრული: 23 აპრილი – 16 მაისი;
  • შეხვედრების განაწილება: კვირაში 2-ჯერ, (სამშაბათი, ხუთშაბათი – 19:00-22:00 სთ);
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნინო ჩხეიძის N 54;
  • ღირებულება: 550 ლ;

სპეციალური შეთავაზება – 10%-იანი ფასდაკლება:

  • CRDC-ის კურსდამთავრებულებზე;
  • სტუდენტებზე;
  • ერთი ორგანიზაციიდან 2-ზე მეტი თანამშრომელის დასწრების შემთხვევაში.

 

რეგისტრაცია
ავთანდილ წურწუმია
ავთანდილ წურწუმიატრენერი
მზია შარაშიძე
მზია შარაშიძეტრენერი
რეგისტრაცია