Project Description
ვისთვისაა ეს კურსი?
ეს კურსი განკუთვნილია სტუმართმასპინძლობის სფეროს იმ წარმომადგენლებისთვის ვისაც სურს სასტუმროს, განთავსების ობიექტის გაყიდვების და შემოსავლების ზრდა და მდგრადი განვითარება.
ტრენინგ კურსს ჩაატარებს: ქეთევან ნადარეიშვილი (სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო სკოლის Les Roches University – კურსდამთავრებული და საკონსულტაციო ცენტრ HoT Alliance-ის დირექტორი)
კურსი პრაქტიკულია – პროგრამა შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილი პრაქტიკის მიხედვით.
კურსის თემატიკა:
- სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბება და გუნდის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
- ბაზარზე სწორად პოზიციონირების განსაზღვრა;
- პარტნიორული ურთიერთობების დამყარება;
- ფასწარმოქმნა, გაყიდვების ბიუჯეტის განსაზღვრა და შესრულება;
- გაყიდვების დეპარტამენტის ყოველდღიური ფუნქციები.
ტრენინგების შინაარსი:
- ტერმინოლოგია
- გაყიდვების განყოფილების ფუნქცია მოვალეობები
- მოლაპარაკების უნარ-ჩვევები
- ბაზრის სეგმენტაცია
- შემოსავლების მენეჯმენტი
- ბიუჯეტი და ფორკასტი
- კონკურენტული უპირატესობა
- სტუმრის კმაყოფილების მაჩვენებელი და მისი გავლენა შემოსავლებზე.
კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ შეძლებთ:
- გააიაზროთ ღირებული გაყიდვების მნიშვნელობა, რას ნიშნავს ის რა უნარები არის საჭირო რომ იყოთ წარმატებული გაყიდვების მენეჯერი და პოტენციური ბიზნეს პარტნიორის სანდო მრჩეველი;
- გამოიცნოთ ის მომხმარებელი, რომელთანაც დაამყარებთ ხანგრძლივ საქმიან ურთიერთობას, რომლისთვისაც ფასი არ იქნება გადამწყვეტი ასპექტი თქვენი პროდუქტის არჩევის დროს;
- საკონსულტაციო გაყიდვების საშუალებით წინ წამოწიოთ თქვენი პროდუქტი, მოახდინოთ გავლენა და მოიპოვოთ რეკომენდაციები;
- შეიმუშაოთ მომხმარებელზე ორიენტირებული უნარები და მიდგომები;
ჩვენთან ერთად ეს რეალურია – გელოდებით კურსზე!
თითოეულ მონაწილეზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
- კურსის ხანგრძლივობა: 12 სთ;
- თარიღები:
- 24 ნოემბერი: 14:00 – 21:00
- 25 ნოემბერი: 12:00 – 19:00
- შესვენება 1 სთ
- ადგილმდებარეობა: ქუთაისის და იმერეთის ტურიზმის ცენტრი, რუსთაველის ქ. 9ა;
- ღირებულება: 490 ლ (ერთი ორგანიზაციიდან ორი და მეტი თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება);
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია
- კურსის ხანგრძლივობა: 12 სთ;
- თარიღები:
- 24 ნოემბერი: 14:00 – 21:00
- 25 ნოემბერი: 12:00 – 19:00
- შესვენება 1 სთ
- ადგილმდებარეობა: ქუთაისის და იმერეთის ტურიზმის ცენტრი, რუსთაველის ქ. 9ა;
- ღირებულება: 490 ლ (ერთი ორგანიზაციიდან ორი და მეტი თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება);