სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020

სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020 2020-08-23T13:31:26+00:00

Project Description

“სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020” ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით

პროექტი მიზნად ისახავს რეგიონებში მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების ხელშეწყობას ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და გაყიდვების სტიმულირებას – მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული საიტის booking.com პლატფორმის გამოყენებით

პროგრამაში ჩართვა შეუძლია იმერეთისა და გურიის რეგიონებში არსებულ ყველა მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტს, რომელსაც სურს გაიუმჯობესოს ცოდნა და დაეუფლოს ახალ უნარ-ჩვევებს მომსახურების სფეროში, ხარისხის გაუმჯობესების, ტურისტული შეთავაზების უკეთ ფორმირებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით

პროგრამაში მონაწილეობა სრულიად უსასყიდლოა და დაინტერესებულ განთავსების ობიექტებს სთავაზობს:

  • პროფესიონალი ფოტოგრაფების მხრიდან შექმნილ ფოტობანკს
  • ინდივიდუალურ კონსულტაციას ინტერიერის დიზაინზე
  • ინდივიდუალურ კონსულტაციას, ონლაინ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსების შესახებ
  • სასწავლო კურსს – ონლაინ პლატფორმის მართვის უნარ-ჩვევები

დაინტერესების შემთხვევაში, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/w7Vc6QdKHL2VQx7g8

საკონტაქტო ინფორმაცია: 555 445 454

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

#უმასპინძლესაქართველოსთვის
#TrainingbyGNTA

Booking.com

ეს არის საერთაშორისო, ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ პლატფორმა, რომელიც ობიექტების მეპატრონეებს,  საშუალებას აძლევს განათავსონ და  ხმა მიაწვდინონ მსოფლიოს მასშტაბით ტურისტების გლობალურ აუდიტორიას. საიტზე რეგისტრაცია უფასოა და მხოლოდ რეალურ ჯავშანებზე  საკომისიო გადასახადი განისაზღვრება 15%-ით. ეს არის სტუმრებთან გამარტივებული კომუნიკაციის არხი, აქვს შეფასების გამჭვირვალე და სანდო სისტემა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებასა და ზრდას. რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის, საიტი უზრუნველყოფს 24 საათიან ტექნიკურ მხარდაჭერას.

რეგისტრაცია