სასერტიფიკატო კურსი – გიდობის ხელოვნება

სასერტიფიკატო კურსი – გიდობის ხელოვნება 2019-10-16T07:22:43+00:00

Project Description

კურსის მიზანი:

კურსის მიზანია თეორიული და პრაქტიკული კუთხით გავაცნოთ გიდის პროფესია, მისი უპირატესობები და სირთულეები, მისი მრავალფეროვნება და მნიშვნელობა, განხილული იქნება მდგრადობის პრინციპები ტურიზმსა და გიდობის ხელოვნებაში.

კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებს ეცოდინება როგორ წარმართოს ტური,  იურთიერთოს ტურისტებთან, როგორ მოიპოვოს და შეინარჩუნოს მათი ინტერესი და დაიცვას მათი უსაფრთხოება; როგორ მართოს ჯგუფი ემოციურად და შეძლოს არამხოლოდ მათი დაბრუნება მასპინძელ ქვეყანაში, არამედ მისცეს ბიძგი word-of-mouth-ის პრინციპით საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

კურსი დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად: თავდაპირველად გავეცნობით გიდობის ხელოვნების ტექნიკასა და უნარ-ჩვევებს, შემდგომ განვიხილავთ იმ მთავარ თემატიკებს, რომლის შესახებაც ყველაზე ხშირად სვამენ შეკითხვას ტურისტები და ასევე იმ საკითხებს, რაც ყველაზე მეტად გამოარჩევს საქართველოს და ქართველებს სხვა ქვეყნებისგან (კულტურისა თუ ყოფის თვითმყოფადი მახასიათებლები), შემდგომ კი გათვალისწინებულია პრაქტიკული გასვლები საფეხმავლო, სატრანსპორტო და სამუზეუმო გიდობის ტექნიკის ასათვისებლად.

ტრენინგების განაწილება:

I ნაწილი – გიდობის ხელოვნების ტექნიკა და უნარ-ჩვევები

შეხვედრა 1 – (3სთ)

გიდობის უნარები და ტექნიკა: გიდის რაობა და როლი, პროფესიული გაერთიანებები და საერთაშორისო შეთანხმებები, ტურიზმის მკეთებელნი: პოზიციები და ფუნქციები, ჯგუფთა ტიპოლოგია

შეხვედრა 2 – (3სთ)

გიდობის უნარები და ტექნიკა: ტურის დაგეგმვის ეტაპები და ტიპოლოგია, ტურის ემოციური მართვა, ჯგუფის მართვა, გაუთვალისწინებელი შემთხვევები, TVP, მართვის ტექნიკათა სახეობები

შეხვედრა 3 – (3სთ)

გიდობის უნარები და ტექნიკა: კითხვა-პასუხი, უბედური შემთხვევები, KISS ტექნიკა, VIP ტურისტები, დროის მართვა, ამბის მოყოლის ტექნიკა (ე.წ. storytelling)

შეხვედრა 4 – (3სთ)

მზადება პრაქტიკული გასვლისთვის: საკლასო მომზადება

II ნაწილი – თემატიკა, რომლის შესახებაც ყველაზეც ყველაზე ხშირად სვამენ კითხვებს

შეხვედრა 5 – (2 სთ): ქართველთა ეთნოგენეზისი

შეხვედრა 6 – (3 სთ): საქართველოს ისტორიის საკვანძო მომენტები

შეხვედრა 7 – (3 სთ): საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების თავისებურებები და საქართველოს არქეოლოგია

შეხვედრა 8 – (4 სთ): ღვინო და ქართული კულინარიის თავისებურებები

შეხვედრა 9 – (4 სთ): პოლიფონია და ქორეოგრაფია

შეხვედრა 10 – (3 სთ): საერო და საეკლესიო არქიტექტურის სახეობები

შეხვედრა 11 – (3 სთ): აფხაზეთი და სამაჩაბლო

III ნაწილი – პრაქტიკული სწავლება: პრაქტიკული გასვლები (ჩატარდება შაბათ-კვირას)

პრაქტიკული გასვლა 1: ქალაქის საფეხმავლო ტური (3 სთ)

პრაქტიკული გასვლა 2: ქალაქის საფეხმავლო ტური (3 სთ)

პრაქტიკული გასვლა 3: ქალაქის საფეხმავლო ტური (3 სთ)

პრაქტიკული გასვლა 4: სატრანსპორტო ტური (4 სთ)

პრაქტიკული გასვლა 5: მუზეუმის ტური (2 სთ)

საბოლოო შეფასება: ტესტირება და საფეხმავლო ტური (21 დეკემბერი) – მონაწილეებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი

წარმატებული მონაწილეების შესახებ ინფორმაციას გადავუგზავნით ჩვენს პარტნიორ ტურისტულ ორგანიზაციებს (თქვენს პოტენციურ დამკვეთებს)

  • კურსის ხანგრძლივობა: 50 სთ, 17 შეხვედრა ;
  • თარიღები:
    • 12, 15, 19, 22,26 29 ნოემბერი
    • 3, 10, 13, 17, 20, 21 დეკემბერი;
  • დღეები: სამშაბათი, პარასკევი (პრაქტიკული გასვლები შაბათ-კვირას, ჯგუფთან შეთანხმებით)
  • დრო 19:00 – 22:00;
  • ღირებულება: 990 ლარი (შესაძლებელია ეტაპობრივი ანგარიშსწორება);
  • ადგილმდებარეობა: თელავის ქ. N5, სასტუმრო Alphabet;

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

  • კურსის ხანგრძლივობა: 50 სთ, 17 შეხვედრა;
  • თარიღები:
    • 12, 15, 19, 22,26 29 ნოემბერი
    • 3, 10, 13, 17, 20, 21 დეკემბერი;
  • დღეები: სამშაბათი, პარასკევი (პრაქტიკული გასვლები შაბათ-კვირას, ჯგუფთან შეთანხმებით)
  • დრო 19:00 – 22:00;
  • ღირებულება: 990 ლარი (შესაძლებელია ეტაპობრივი ანგარიშსწორება);
  • ადგილმდებარეობა: თელავის ქ. N5, სასტუმრო Alphabet;

სპეციალური შეთავაზება – 10%-იანი ფასდაკლება:

  • CRDC-ის კურსდამთავრებულებზე;
  • სტუდენტებზე;
  • ერთი ორგანიზაციიდან 2-ზე მეტი თანამშრომელის დასწრების შემთხვევაში.

 

რეგისტრაცია
ლელა გიორგაძე
ლელა გიორგაძეტრენერი
რეგისტრაცია