სამშენებლო სამართალი – ნებართვების გაცემის წესი და პრაქტიკა

სამშენებლო სამართალი – ნებართვების გაცემის წესი და პრაქტიკა 2019-09-18T19:53:44+00:00

Project Description

ვისთვისაა ეს კურსი?

  • სამშენებლო/დეველოპერული კომპანიების მენეჯერებისათვის, რათა სწორად დაგეგმონ და წინასწარ გაითვალისწინონ შედეგები, რომელიც მათ მიერ წამოწყებული თუ დაგეგმილი მშენებლობისას შესაძლებელია დადგეს;
  • დამწყები და მომავალი არქიტექტორებისთვის, რომელთაც სურთ უფრო ფართოდ იცნობდნენ სფეროს, რომელშიც მოღვაწეობენ;
  • იურისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ან სურთ მუშაობა სამშენებლო კომპანიებში.

მოსალოდნელი შედეგები

ტრენინგ- კურის გავლის შემდეგ დაინტერესებულ პირს ეცოდინება:

  • სამშენებლო პროცესის თანმიმდევრულად დაგეგმვა და მართვა;
  • მშენებლობის განხორციელებისათვის საჭირო მარეგულირებელი ნორმები, მშენებლობის ნებართვის გამცემ და მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებთან სწორი კომუნიკაცია;
  • სამშენებლო სამართლის არსი და მნიშვნელობა. სამშენებლო სამართლის ნორმების განმარტება, ამ დარგში არსებული თეორიული თუ პრაქტიკული პრობლემები.

ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ -კურსდამთავრებული შეძლებს:

  • სამშენებლო სამართლის საკითხებზე კვალიფიციური სამართლებრივი კონსულტაციის გაცემას და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სანებართვო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;
  • სამშენებლო სამართლის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების იდენტიფიცირებასა და მათი გადაწყვეტისათვის ნორმატიული საფუძვლების მოძიებას;
  • სამშენებლო სამართლის მარეგულირებელი ნორმების განმარტებასა და პრაქტიკულ საქმიანობაში სწორად გამოყენებას;
  • მშენებლობის ნებართვის მისაღებად შესაბამისი განცხადებების წარდგენას;
  • სამშენებლო სამართლის საკითხებზე დებატებში ჩართვას, განსხვავებული აზრის გაგებას და საკითხების ანალიზის საკუთარი პოზიციის დასაბუთებას, აგრეთვე ზეპირი და წერილობითი ფორმით ცოდნის დამაჯერებლად და დასაბუთებულად წარმოჩენას.

ტრენინგების თემატიკა:

შეხვედრა 1 –  შენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი

სამშენებლო სამართლის ზოგადი საკითხები (არსი, მნიშვნელობა, განვითარების ისტორია და ა.შ.), სფეროს მარეგულირებელი ძირითადი კანონმდებლობის მიმოხილვა.

შეხვედრა 2მშენებლობის სახეობები და სამშენებლო საქმიანობის ობიექტები

სამშენებლო საქმიანობის ობიექტები, ფუნქციური ზონირება, სამშენებლო საქმიანობის სუბიექტები, დადგენილების რეგულირების საგანი, მიზანი და ვადები. დადგენილების პრინციპები, ტერმინთა განმარტება, მშენებლობის სახეობები.

შეხვედრა 3  – შენობა-ნაგებობების კლასები, სამშენებლო საქმიანობის სუბიექტები, მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოები და ნებართვის მფლობელი.

შეხვედრა 4 მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები

მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა. (პირველი სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და პირობების დადგენისას გასათვალისწინებელი ძირითადი ქალაქთმშენებლობითი მოთხოვნები).

შეხვედრა 5მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი

მეორე და მესამე სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების წესი და მშენებლობის ნებართვის გაცემა (მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი წესი, ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება, ახალი ნებართვის აღება). I კლასის შენობა-ნაგებობები და მათი განხორციელების სამართლებრივი საფუძველი. I კლასის შენობა-ნაგებობების კლასების მახასიათებლები და მათი მშენებლობა. სამინისტროების/საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები.

შეხვედრა 6 – შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება

ვარგისად აღიარებისათვის მომზადებული შენობა-ნაგებობა. განცხადების წარდგენა და დასრულებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენა.

შეხვედრა 7 – „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიმოხილვა

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანი, მოქმედების სფერო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შეთანხმებისა და სამშენებლო საქმიანობის განხორციელების წესი. ძეგლზე სამუშაოების ჩატარების სამართლელბრივი საფუძვლები და ნებართვის გაცემის წესი.

შეხვედრა 8სამშენებლო დოკუმენტის დარღვევა და მისი შედეგები. კონტროლი სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე, ლიცენზიის და ნებართვის გაუქმება, სალიცენზიო და სანებართვო რეესტრები.

სამშენებლო დოკუმენტის დასაშვები ცვლილებები და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევა. კონტროლი სალიცენზიო პირობების შესრულებაზე; პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის. ლიცენზიის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში. კონტროლი სანებართვო  პირობების შესრულებაზე, ნებართვის გაუქმება, პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის, ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში.  სალიცენზიო და  სანებართვო რეესტრები. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევისათვის.

შეხვედრა 9 – ამნისტია

დარღვევით განხორციელებული მშენებლობების ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი

„პროექტის შემთანხმებელი და  მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის #660 ბრძანებულების მიმოხილვა.

რეგულირებისა და მოქმედების სფერო, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების (შემდეგში – ობიექტები ან მათი ნაწილები) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი და ვადები.

შეხვედრა 10მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი, მისი ადგილი მოსაკრებლების სისტემაში

ადგილობრივი მოსაკრებლების ცნება, მათი შემოღებისა და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი.

შეხვედრა 11 ბინათმენაშენეთა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები სამშენებლო სამართალში.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფირმები.

შეხვედრა 12შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები

სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

შეხვედრა 13სასამართლო პრაქტიკა

 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების და პრომლემური საკითხები განხილვა

შეხვედრა 14  – შემაჯამებელი მიმოხილვა და მიღებული ცოდნის შემოწმება

თითოეულ მონაწილეზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!

  • კურსის ხანგრძლივობა: 28 სთ;
  • თარიღები: 9 ოქტომბერი – 23 ნოემბერი;
  • დღეები: ოთხშაბათი – 19:00 – 21:00, შაბათი – 14:00 – 16:00;
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თელავის ქ. N5, სასტუმრო Alphabet;
  • ღირებულება: 600 ლარი (შესაძლებელია ეტაპობრივი ანგარიშსწორება);

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!

  • კურსის ხანგრძლივობა: 28 სთ;
  • თარიღები: 9 ოქტომბერი – 23 ნოემბერი;
  • დღეები: ოთხშაბათი – 19:00 – 21:00, შაბათი – 14:00 – 16:00;
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თელავის ქ. N5, სასტუმრო Alphabet;
  • ღირებულება: 600 ლარი (შესაძლებელია ეტაპობრივი ანგარიშსწორება);

სპეციალური შეთავაზება – 10%-იანი ფასდაკლება:

CRDC-ის კურსდამთავრებულებზე;
სტუდენტებზე;
ერთი ორგანიზაციიდან 2-ზე მეტი თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში.

რეგისტრაცია
ქეთევან ხარძიანი
ქეთევან ხარძიანიტრენერი
რეგისტრაცია