საიტის შექმნა და კონტენტ მენეჯმენტი

საიტის შექმნა და კონტენტ მენეჯმენტი 2019-01-08T22:37:12+00:00

Project Description

ვისთვისაა ეს კურსი

  • მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისათვის, ვისაც სურს საკუთარ ბიზნესზე მორგებული სწორი საიტი ჰქონდეს;
  • ორგანიზაციების PR და მარკეტინგის მენეჯერებისათვის, ვისაც უწევს ვებ.გვერდთან მუშაობა, მასზე კონტენტის განთავსება და მართვა;
  • ორგანიზაციების სხვადასხვა რგოლის მენეჯერებისა და ფიზიკური პირებისათვის, ვინც დაინტერებულია იცოდეს საიტის და კონტენტის სწორად დაგეგმვა, შექმნა და მისი მართვა;

გახსოვდეთ: არანაირი სპეციფიკური, წინასწარი ცოდნა არ გჭირდებათ, პირიქით ამ საჭირო ცოდნას, უნარებს და გამოცდილებას ჩვენთან შეიძენთ!

კურსის მოკლე აღწერა:

თანამედროვე კომპანიის ფუნქციონირება დიდწილად არის დამოკიდებული ონლაინ აქტივობებზე, ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებდეს სჭირდება სწორი და ეფექტიანი ვებგვერდი. გთავაზობთ კურსს, რომელიც განკუთვნილია ადამიანებისათვის, ვისაც უნდა რომ ეფექტიანი გახადოს თავისი საქმიანობა ონლაინ პლატფორმებზე.

კურსი მოიცავს ოთხ კომპონენტს:

ზოგადი – აქ ხდება გააზრება, რა არის ვებ საიტი, როგორ კეთდება, რა ტექნიკური მახასიათებლები და მოთხოვნები უნდა იყოს გათვალისწინებული, რათა მოხდეს საიტის სწორად დაგეგმვა, მაქსიმალური შედეგის მისაღებად;

საიტის სტრუქტურა  – პირველი და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ვებ საიტის დამზადებისას არის სტრუქტურის სწორად აწყობა, მარტივი ნავიგაცია და მომხმარებელზე მორგებული, კომფორტული მენიუ.

საიტის კონტენტის შექმნა – ვებ საიტის ყველაზე მნიშვნელობანი ნაწილი, ანუ კონტენტი. მასალა რაც უნდა განთავსდეს ვებზე არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომაც ერთერთი მთავარი რაც საიტის მფლობელმა (ადმინისტრატორმა, მენეჯერმა) უნდა იცოდეს არის კონტენტის სწორად დალაგება, ფოტო ვიდეო და ტექსტური მასალის სწორი სინთეზი – ეს ის კომპონენტებია, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში ვებ საიტი მაქსიმალურ შედეგს მისცემს დამკვეთს

 კონტენტ მენეჯმენტი / სოციალური მედია – რამდენად კარგი საიტიც არ უნდა ჰქონდეს კომპანიას ან ფიზიკურ პირს, მუდმივად განახლებადი კონტენტის, მიზნობრივი რეკლამის ან/და სოციალურ მედიაში აქტივობის გარეშე შედეგის მიღება წარმოუდგენელია, ამიტომ ვებ საიტზე მომუშავე პერსონალმა უნდა იცოდეს, როგორ მართოს და განაახლოს საიტი.

მოსალოდნელი შედეგი:  მონაწილე გამოიმუშავებს საიტის დაგეგმვის, კონტენტის შექმნის და სამარავ პანელში მუშაობის უნარ-ჩვევებს.

 I შეხვედრა – 3 საათი

ზოგადი მიმოხილვა /  პრაქტიკული სამუშაო

  1. წარდგენა – რა არის საიტი, კომუნიკაციის რა ფორმაა;
  2. ვებ.გვერდი თანამედროვე ბაზარზე;
  3. ტექნიკური აღწერა, ანუ რისგან შედგება საიტი და ტექნიკურად როგორ კეთდება;
  4. რა და რა ტიპის საიტები არსებობს;
  5. ტექნიკური მახასიათებლები (მზა ძრავი, ხელით დაწერილი, ბლოგი, SEO Friendly).

II შეხვედრა – 3 საათი

საიტის სტრუქტურაპრაქტიკული სამუშაო

  1. საიტის სტრუქტურის სწრორად შედგენის მნიშვნელობა – შესავალი;
  2. საიტის სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა;
  3. ტექნიკური დავალების განსაზღვრა საიტისათვის (ფუნქციონალი რაც საჭიროა საიტის შესაქმნელად);
  4. სწორი ნავიგაცია;
  5. SEO Friendly საიტი.

III შეხვედრა – 3 საათი

საიტის კონტენტი / პრაქტიკული სამუშაო

  1. კონტენტის სწორად დაგეგმვა;
  2. მასალის მოგროვება;
  3. კონტენტის წერა;
  4. კონტენტის მორგება საიტის სპეციფიკასთან.

IVშეხვედრა – 3 საათი

კონტენტის მენეჯმენტი / პრაქტიკული სამუშაო

  1. კონტენტის განახლების აუცილებლობა;
  2. მუდმივი ცვლილებები საიტზე;
  3. სოციალურ სივრცესთან საიტის კონტენტის მორგება;
  4. სოციალური მედიით საიტის პოპულარიზაცია.
  5. SEO და კონტენტი;
  6. სამართავი პანელი.

პრაქტიკული სამუშაო:  მონაწილეები დიაყოფიან ჯგუფებად, მოხდება იმიტირებულად კონკრეტული თემატიკის საიტის დაგეგმვა, ნავიგაციიდან დაწყებული, შემსრულებლისთვის ტექნიკური დავალების მიწოდება, კონტენტის ძირითადი მესიჯების განსაზღვრა, საიტის სამართავ პანელში მუშაობა (wordpress, individual CMS)

კურსის ღირებულება: 250 ლარი

კურსში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია

თითოეულ მონაწილეზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
  • კურსის ხანგრძლივობა: 12 სთ;
  • შეხვედრების განაწილება: კვირაში 2-ჯერ,
  • ღირებულება: 250 ლარი.

შენიშვნა: კურსის ძირითადი ნაწილი მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებს, შესაბამისად, სასურველია, რომ მონაწილემ თან იქონიოს პირადი „ლეპტოპი“

რეგისტრაცია
ტატო მახაშვილი
ტატო მახაშვილიტრენერი
რეგისტრაცია