რესტორნის მენეჯმენტი

რესტორნის მენეჯმენტი 2020-03-11T09:48:08+00:00

Project Description

ტრენინგ ცენტრ CRDC-ის და რესტორან „ბარბარესთან“ ერთობლივი პროექტი და პრაქტიკული ტრენინგ პროგრამა “რესტორნის მენეჯმენტი” ამ სფეროს პროფესიონალებთან ერთად

ნებისმიერი პროფესიისთვის, მართვის პროცესი უამრავი დეტალისგან შედგება. ტრენინგი  საკვები ობიქტის მმართველობის რეალურად აღქმის შესაძლებლობას იძლევა და მოიცავს სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის,  დეტალებზე ორიენტირებულობის, უმაღლესი მომსახურების სტანდარტების, სტუმართან კომუნიკაციის, სტრესულ გარემოში მუშაობის, სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების, ინტერკულტურული ქცევის ეტიკეტის  დაცვის გაუმჯობესებას.

სატრენინგო პროგრამის მიზანია მონაწილეებს აუხსნას კვების სისტემაში მოქმედი მართვის ძირითადი პრინციპები, განუმარტოს რა ნორმებისა და სტანდარტების დაცვა მოეთხოვება სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტს, ასწავლოს პერსონალის შერჩევისა და მართვის ასპექტები, პრაქტიკულად აჩვენოს როგორ ხორციელდება პროცესების მართვა სამზარეულოში, პერსონალთან დამოკიდებულებასა თუ სტუმართან ურთიერთობისას.

პროგრამის დასრულების შედეგად მსმენელები აითვისებენ საკვები ობიექტის მმართველის ფუნქციებს, გამოიმუშავებენ ზოგად-მენეჯერულ ჩვევებს.  ეცოდინებათ კერძების მომზადების, დასუფთავების, სტუმრის დახვედრა-გაცილების უნარები. მათ  ექნებათ პროფესიული ცოდნა სარესტორნო მომსახურების სფეროში. შეეძლებათ გუნდის მართვა, ხარისხის განვითარებაზე ზრუნვა,  დისციპლინარული მოთხოვნების შემუშავება, პროცესების მართვაზე პასუხისმგებლობის აღება.  სწავლის შედეგების გაზომვის მთავარი კრიტერიუმია  პროფესიონალური მიდგომა  მომსახურების ხარისხის ასამაღლებად.

ტრენინგი შეიცავს ინტერაქტიულ ლექციებს პრაქტიკული კომპონენტით, მათ შორის: ვახშმის ორგანიზება, ინდივიდუალური მომსახურება, დასუფთავებითი სამუშაოები, ღვინის და მაღალალკოჰოლიანი სასმელების მასტერკლასი, კერძების მომზადების მასტერკლასი და სხვა.

 

მოდულები: რესტორნის პროცესების მართვა, კომუნიკაცია, სერვისის ხელოვნება, ივენთების ორგანიზება, ეტიკეტი და პროტოკოლი, ყავა, ღვინო, მაღალალკოჰოლიანი სასმელები, საქართველოს გასტრონომია, სამზარეულო, სურსათის უვნებლობა. 

 

 ტრენერები:

  • ანდრია ქურასბედიანი – რესტორან “ბარბარესთან” გენერალური მენეჯერი
  • ზურა ბაქრაძე –  რესტორატორი
  • გიორგი სოლომნიშვილი –  მეღვინე, “სოლომნიშვილის მეღვინეობის” დამფუძნებელი
  • ნინო ახალაია –  თბილისის პროტოკოლის სკოლის ხელმძღვანელი და მთავარი ტრენერი
  • ილია საგანელიძე – სასტუმრო Park Hotel-ის გენერალური მენეჯერი და F&B მენეჯმენტის ექსპერტი
  • დალი ცატავა – საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი
  • გიორგი აივაზიანი – Coffe Lab-ის (ყავის ლაბორატორია) დამფუძნებელი
  • ვიკა შარია – კომპანია BeMICE-ის გენერალური დირექტორი
  • ელენე გიორგაძე – სსიპ სურსათის უვნებლობის სააგენტოს სურსათის უვნებლობის ექსპერტი, საერთაშორისო და ადგილობრივი კონსულტანტი
  • გიორგი სარაჯიშვილი – რესტორან “ბარბარესთან” ბრენდ შეფი

თემატიკა

შეხვედრა პირველი (3 საათი): სერვისის ხელოვნება – ტრენერი – ანდრია ქურასბედიანი

ტრეინინგი ჩატარდება რესტორან „ბარბარესთან“

თარიღი: შაბათი 04.04 – 09:30 სთ

  • სასწავლო პროგრამის გაცნობა
  • სერვისის სახეობების შესწავლა
  • კერძის ახსნის ხელოვნება
  • საგამოცდო დავალებების (საბოლოო პროექტი) მიღება

შეხვედრა მეორე (3 საათი): ივენთების ორგანიზება – ტრენერი: ვიკა შარია

თარიღი: სამშაბათი 07.04.2020 – 19:00 სთ

  • ღონისძიების ჩატარების ძირითადი ასპექტები
  • რა ტიპის ღონისძიებები ტარდება რესტორნებში
  • რა უნდა გაითვალისწინოს ღონისძიების ორგანიზატორმა
  • რესტორანთან მუშაობის დროს ღონისძიების წარმატების ფორმულა
  • გუნდური მუშაობა და კმაყოფილი დამკვეთი – 100% შედეგი
  • გაყიდვების ტექნიკები

შეხვედრა მესამე (3 სააათი): ერთი დღე რესტორან „ბარბარესთან“ – ტრენერი: ანდრია ქურასბედიანი

ტრეინინგი ჩატარდება რესტორან „ბარბარესთან“

თარიღი: შაბათი 11.04.2020, 09:30 საათი

  • სტრუქტურის ჩამოყალიბება
  • დილის საორგანიზაციო საკითხები
  • მაგიდების გაწყობა
  • დეკორაციის შექმნა
  • ბარის გამართვა
  • ნაჭრის პირსაწმენდების დაკეცვა
  • სუფრების დაუოთოვება
  • სამზარეულოსთან ინფორმაციების გაცვლა
  • სამუშაო პროცესების გამართვა

შეხვედრა მეოთხე (3 საათი): ეტიკეტი და პროტოკოლი – ტრენერი: ნინო ახალაია

თარიღი: სამშაბათი 14.04.2020 – 12:00

  • ეტიკეტის არსი
  • ეტიკეტის მნიშვნელობა 21-ე საუკუნის საქმიან წრეებში
  • ბიზნეს ეტიკეტისა და სოციალური ეტიკეტის მთავარი განმასხვავებელი ნიშნები
  • გაცნობა-წარდგენის კულტურა: ვინ? როდის? როგორ?
  • ხელის ჩამორთმევის ტექნიკა
  • სავიზიტო ბარათების გაცვლის წესი
  • ჩაცმის სტილი და პროფესიული იმიჯი როგორც
  • არავერბალური კომუნიკაციის უმთავრესი ელემენტი

შეხვედრა მეხუთე (3 საათი): სუფრის ეტიკეტის მასტერკლასი რეალური სადილის ფონზე – ტრენერი: ნინო ახალაია

ტრეინინგი ჩატარდება რესტორან „ბარბარესთან“

ხუთშაბათი 16.04.2020, 13:00 საათი

  • ევროპული სუფრის სერვირების წესი
  • განსხვავება ევროპული და ქართული სუფრის ეტიკეტს შორის
  • მაგიდასთან ჯდომის წესი
  • მაგიდის აქსესუარები და მათი დანიშნულება სუფრაზე
  • ხელსახოცი
  • დანა-ჩანგლის ევროპული და ამერიკული სტილით გამოყენების წესი
  • ზოგიერთი კერძის მირთმევის თავისებურება
  • ღვინის ეტიკეტი

შეხვედრა მეექვსე (3 საათი): ფასწარმოქმნა, სწორი გაყიდვები – ტრენერი: ზურა ბაქრაძე 

თარიღი: სამშაბათი 21.04.2020 – 19:00 სთ

  • რესტორნის კერძების ფასწარმოქნა,
  • კალკულაციები
  • გაყიდვებზე მუშაობა

შეხვედრა მეშვიდე (3 საათი): ყავა ხილია – ტრენერი: გიორგი აივაზიანი

ტრეინინგი ჩატარდება რესტორან „ბარბარესთან“

თარიღი: ხუთშაბათი 23.04.2020, 12:30 საათი

  • ყავის ისტორია და თაობები
  • ყავის მცენარე, მარცვლის ანატომია და მწარმოებელი ქვეყნები
  • ყავის შეფასების სისტემა და დეფექტები
  • ყავის მოხალვის საფუძვლები
  • ყავის დაგემოვნება პროფესიონალური მეთოდით

შეხვედრა მერვე (3 საათი): ქართული მეღვინეობა – ტრენერი: – გიორგი სოლომნიშვილი

თარიღი: სამშაბათი 28.04.2020 – 19:00 სთ

  • ვენახის მოვლა და ფორმირება
  • ღვინის ტექნოლოგია
  • ორგანული ღვინის ტექნოლოგია
  • ქვევრისა და ქვევრის ღვინის ტექნოლოგია
  • ღვინის შეფასება

შეხვედრა მეცხრე (3 საათი): მაღალ ალკოჰოლიან სამელები – ტრენერი: ილია საგანელიძე

თარიღი: ხუთშაბათი 30.04.2020 – 19:00 სთ

  • მაღალალკოჰოლური სასმელების ტიპები
  • მაღალალკოჰოლური სასმელების შეთავსება საკვებთან
  • მაღალალკოჰოლური სასმელების შეთავაზება
  • სტუმრის მომსახურება

შეხვედრა მეათე (3 საათი ): საქართველოს გასტრონომია – ტრენერი: დალი ცატავა – გასტრონომიული კულტურის მკვლევარი. საქართველოს გასტრონომიული ასოციაციის პრეზიდენტი.

თარიღი: სამშაბათი 05.05.2020 – 19:00 სთ

  • ქართული პროდუქტების ისტორია
  • ქართული კუთხური კერძები
  • რეგიონების სამზარეულო
  • გულსართიანების კულტურა ქართულ
  • მოგზაურების თვალით დანახული ქართული გასტრონომიული კულტურა

შეხვედრა მეთერთმეტე: სურსათის უვნებლობა – ტრენერი: ელენე გიორგაძე

თარიღი: ხუთშაბათი 07.05.2020 – 19:00 სთ

  • სურსათის უვნებლობისა და ხარისხის  მიმოხილვა
  • სურსათის უვნებლობაზე მოქმედი ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეები
  • ბიოლოგიურ, ქიმიურ და ფიზიკურ საფრთხეებზე მოქმედი ფაქტორები და მათი პრევენციის გზები
  • საზოგადოებრივი კვების საწარმოების ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობებისა და მოწყობილობებისადმი დადგენილი მოთხოვნები
  • სურსათის მიღების, შენახვის, დამუშავების, მომზადებისა და გაცემის წესები
  • მოქმედი ჰიგიენის წესები: მავნებლების კონტროლი, დასუფთავება და რეცხვა/დეზინფექცია, ნარჩენების გატანა, პერსონალის პირადი ჰიგიენა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, დოკუმენტაცია/ჩანაწერები ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

შეხვედრა მეთორმეტე (3 საათი ): სამზარეულო – ტრენერი: გიორგი სარაჯიშვილი

თარიღი: შაბათი 09.05.2020 – 09:30 სთ

  • კერძის შექმნის მასტერკლასი
  • კომუნიკაცია მზარეულებსა და მომსახურეობის გუნდს შორის
  • სეზონური მენიუს შექმნის პრინციპები

შეხვედრა მეცამეტე (3 საათი ): პროექტების პრეზენტაცია

შეხვედრა ჩატარდება რესტორან „ბარბარესთან“

სამშაბათი 12.05.2020, 10:00 საათი

შეხვედრა მეთოთხმეტე (2 საათი): თეორიული გამოცდა

პარასკევი 15.05.2020, 10:00 საათი

კურსის მახასიათებლები:

  • პროგრამის ხანგრძლივობა: 41 საათი;
  • თარიღები: 4 აპრილი – 15 მაისი;
  • დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. N5, სასტუმრო Gallery Palace;
  • ღირებულება: 1700 ლარი (შესაძლებელია ეტაპობრივი ანგარიშსწორება);

ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

  • პროგრამის ხანგრძლივობა: 41 საათი;
  • თარიღები: 4 აპრილი – 15 მაისი;
  • დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი;
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. N5, სასტუმრო Gallery Palace;
  • ღირებულება: 1700 ლარი (შესაძლებელია ეტაპობრივი ანგარიშსწორება);

სპეციალური შეთავაზება – 10%-იანი ფასდაკლება:

  • CRDC-ის კურსდამთავრებულებზე;
  • სტუდენტებზე;
  • ერთი ორგანიზაციიდან 2-ზე მეტი თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში.

 

რეგისტრაცია