პიარი (PR) და რეპუტაციის მართვა

პიარი (PR) და რეპუტაციის მართვა 2021-03-23T06:08:32+00:00

Project Description

ტრენინგის აღწერა:

საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) როგორც კომპანიის მნიშვნელოვანი და მდგრადი საკომუნიკაციო პლატფორმა დადებითი იმიჯისა და რეპუტაციის შესაქმნელად მიზნად ისახავს დაინტერესებული პირებისთვის  ახალი და უნიკალური ცოდნის და უნარების გამომუშავებას. ტრენინგი ორიენტირებულია საზოგადოებასთან ურთიერთობა განხილული იყოს, როგორც სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელოვანი მიმართულება და კომპანიის რეპუტაციის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ქმნის ლოიალურად განწყობილი ადამინების წრეს და ახდენს გავლენას ორგანიზაციის იმიჯის დადებით აღქმაზე.

ტრენინგის თემატიკა:

  • კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა ბრენდის გაძლიერებისთვის
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიების დაგეგმვა და მართვა
  • მედიასთან ურთიერთობა
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამების და აქტივობების გაძლიერებას კომპანიის რეპუტაციისთვის
  • სტრატეგიული კომუნიკაციის, სტრატეგიისა და ტაქტიკური აქტივობების დაგეგმვა და მართვა
  • კრიზისული კომუნიკაცია, კრიზისული სიტუაციების დაგეგმვა და მართვა
  • პიროვნების და ბრენდის იმიჯის მართვა

ტრენინგის ფორმატი:

  • ტრენინგის მსვლელობა გულისხმობს ინტერაქტიურ მუშაობას: პრეზენტაციები, პრაქტიკული სავარჯიშოები, როლური თამაშები და ვიდეო ჩვენებები.

ტრენინგის ხანგრძლივობა:

  • ტრენინგი მოიცავს 7 დღიან ინტენსიურ 3 საათიან პროგრამას.

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ ფორმატში

 

ტრენინგს გაუძღვება – ელდარ პირმისაშვილი (BIO მოკლე ბიოგრაფია)

ელდარ პირმისაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტია, მას საკომუნიკაციო სფეროში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს. იგი ფლობს ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის აკადემიურ ხარისხებს საზოგადოებასთან ურთიერთობების (სოციალური – მეცნიერებების) მიმართულებით.

ელდარი სწავლობდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში: ბარსელონაში, ტურინში და ბუქარესტში. იგი კონსულტაციას უწევდა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც არის: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა, ამერიკის განვითარების სააგენტო, მსოფლიო ბანკი და ა.შ

კითხულობს ლექციებს, საქართველოს უნივერსიტეტში, GIPA-სა და კავკასიის უნივერსიტეტში, ატარებს ტრენინგებს სასწავლო ცენტრებში. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.

ელდარ პირმისაშვილი არის 20 ტრენინგის, 5 მასტერკლასის, 20 ღია ლექციის, 9 სამეცნიერო სტატიისა და წიგნის „10 ნაბიჯი PR გეგმის შესადგენად“ ავტორი.

თითოეულ მონაწილეზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
  • კურსის ხანგრძლივობა: 21 სთ;
  • თარიღები: 16 – 30 მარტი;
  • დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი;
  • დრო: 19:00-22:00 სთ;
  • ღირებულება: 890 ლ; (შესაძლებელია ეტაპობრივი ანგარიშსწორება)

სპეციალური შეთავაზება – 10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი:

  • CRDC-ის კურსდამთავრებულებისათვის;
  • სტუდენტებისათვის;
  • სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის;
  • ერთი ორგანიზაციიდან 2-ზე მეტი თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში.

 

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
T: 558 50 57 57

  • კურსის ხანგრძლივობა: 21 სთ;
  • ტრენინგი ჩატარდება ონლაინ;
  • თარიღები: 16 – 30 მარტი;
  • დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი;
  • დრო: 19:00-22:00 სთ;
  • ღირებულება: 890 ლ; (შესაძლებელია ეტაპობრივი ანგარიშსწორება)

სპეციალური შეთავაზება – 10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი:

  • CRDC-ის კურსდამთავრებულებზე;
  • სტუდენტებზე;
  • სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის
  • ერთი ორგანიზაციიდან 2-ზე მეტი თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში.

 

რეგისტრაცია
ელდარ პირმისაშვილი
ელდარ პირმისაშვილიტრენერი
რეგისტრაცია