ონლაინ ტრენინგი: სტრესის მართვა კრიზისულ სიტუაციაში ტურიზმში

ონლაინ ტრენინგი: სტრესის მართვა კრიზისულ სიტუაციაში ტურიზმში 2020-03-26T11:39:41+00:00

Project Description

ტრენინგ ცენტრი CRDC და კლასტერი წარმოგიდგენთ ერთობლივ ონლაინ ტრენინგს – “სტრესის მართვა კრიზისულ სიტუაციაში ტურიზმში”

შექმნილ რეალობაში თითოეული ჩვენგანი ებრძვის მომატებულ შფოთვებს. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი ჭარბად გამოყოფს სტრესულ ჰორმონებს, რაც მას ხელს უშლის რეალობის ობიექტურად ხედვაში. ეს კი, თავის მხრივ, აღრმავებს პანიკურ განწყობილებებს.

უპირველესი ამოცანის, უსაფრთხოების დაცვის შემდეგ დღის წესრიგში დგება მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი: სიმშვიდისა და შრომის რენტაბელურობის შენარჩუნება. ეს კი ახალ, დისტანციური კომუნიკაციის რეალობაში არც თუ ისე ადვილია. აქ ორი უმნიშვნელოვანესი ნეირო-ფსიქოლოგიური მექანიზმი მუშაობს. პირველი: ადამიანი ყველაფერ ახალს აღიქვამს, როგორც საფრთხეს და მეორე: სოციალური კონტაქტების შეზღუდვა ეწინააღმდეგება ადამიანის უსაფრთხოების ინსტინქტს, რაც მას დაუცველობის განცდას უქმნის.

ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკული მაგალითების განხილვას და უკუკავშირს მსმენელებთან – მიზნობრივი აუდიტორია ტურიზმი – შესაბამისი ქეისებით

პროგრამის თემატიკა

  • რა ხდება სტრესის დროს ჩვენს ტვინსა და სხეულში?
  • რატომ ვერ აღიქვამს ტვინი სიტუაციას ადექვატურად?
  • გონების კონცენტრაციის ტექნიკები მაღალი შფოთვების დროს
  • სიახლეებთან შეგუების სირთულეები, მათი ნეირო-ფსიქოლოგიური მექანიზმები და დაძლევის მეთოდები
  • ევრისტიკული ალბათობა და მისი ზეგავლენა ფსიქიკაზე
  • სტრესის წარმომავლობა და მისი მართვა · სტრესის ტიპები და მათი დაძლევის ტექნიკები
  • სტრესის გარდაქმნა გამოწვევად · „გონება-ტვინი-სხეულის“ ტრიადა, მათი კავშირი და უკუგება
  • თვითდესტრუქციული ფიქრების წარმომავლობა, განვითარება და კონტროლის მექანიზმები
  • „ფიქრი-შეგრძნება- ქმედების“ ანატომია
  • არასასურველი ქცევითი მოდელის გაცნობიერება და მისი სასურველი მოდელით ჩანაცვლება
  • კვანტური ფსიქოლოგიის არსი
  • ჰების კანონი და მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში
  • გადარჩენის რეჟიმი VS განვითარების რეჟიმი
  • ცვლილების ოთხი ეტაპი: გაცნობიერება, პრაქტიკული განხორციელება, ფოკუსირება, გამეორება
  • ყურადღება-განზრახვა
  • აზროვნების მოდელის გადაპროგრამირება
  • წარსულის პროექცირების შეცვლა „აქ და ახლა“ მოდელით
  • ეპიგენეტიკის შესაძლებლობები და მათი გამოყენების გზები
  • ნეიროპლასტიკურობის შესაძლებლობები
  • დეკლარირებული და პროცესუალური მეხსიერებები და მათი გამოყენების ტექნიკები
  • გადაწყვეტილების მიღების გენეზისი და მათი კორექტირების ტექნიკები
  • მარცხის რეინტერპრეტაციის ტექნიკები
  • წინასწარი განწყობის შექმნა
  • მოლოდინების თეორია
  • აზროვნების კონგრუენტულობა და მისი მართვა

ტრენერი: ია ბერსენაძე – კლასტერის დამფუძნებელი და ტრენერი. 25 წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში, 6 წლიანი გამოცდილება: საჯარო გამოსვლების, სტრესის მართვის და პიროვნული განვითარების ტრენინგებში

კურსის მახასიათებლები:

  • ხანგრძლივობა: 3 საათი;
  • თარიღები: 6 აპრილი;
  • დრო: 15:00;
  • ღირებულება: 100 ლარი.

***შენიშვნა: ტრენინგი ჩატარდება ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, ინსტრუქცია ყველა რეგისტრირებულ მონაწილეს ინდივიდუალურად გადაეგზავნება. სისტემა მარტივი და მოსახერხებელია. ასევე, რაც მთავარია უზრუნველყოფს კომუნიკაციის მაქსიმალურ ეფექტიანობას, ინტერაქტივს.

 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

  • ხანგრძლივობა: 3 საათი;
  • თარიღები: 6 აპრილი;
  • დრო: 15:00;
  • ღირებულება: 100 ლარი.

სპეციალური შეთავაზება – 10%-იანი ფასდაკლება:

  • CRDC-ის კურსდამთავრებულებზე;
  • სტუდენტებზე.

 

რეგისტრაცია