კორპორატიული (MICE) ტურიზმი – მომგებიანი, რთული, პერსპექტიული

კორპორატიული (MICE) ტურიზმი – მომგებიანი, რთული, პერსპექტიული 2019-02-28T12:05:31+00:00

Project Description

ქართული MICE ინდუსტრიის წარმატება – ქართულ სტუმარმასპინძლობის და ევროპული სტანდარტების დანერგვაშია!

ვისთვისაა ეს კურსი?

  • კურსი განკუთვნილია ტურიზმის ინდუსტრიის დამწყები, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის;
  • სასტუმროს და რესტორნის მმართველებისა და მფლობელებისათვის;
  • გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერებისათვის – ძალიან ბევრი საინტერესო პროდუქტის შექმნა შეიძლება ამ ინდუსტრიის მომხმარებლისთვის;
  • მცირე მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ ფართო აუდიტორიაზე პროდუქტის გატანა (სუვენირები, ღვინო, საკვები, საუკეთესო მაგალითი: „ბადაგი“ და „ქართული კალათა“);
  • hospitality ინდუსტრიის, გიდებისთვის და ტურიზმის სექტორის ნებისმიერი წარმომადგენლებისთვის.

მოსალოდნელი შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ შეძლებთ სრულყოფილად შეადგინოთ თქვენს ბიზნესზე მორგებული კორპორატიული (MICE) ტურიზმის სტრატეგია, განახორციელოთ სეგმენტირებული კამპანიები თქვენს ინდუსტრიაში, შექმნათ კორპორატიული ღონისძიებების პროდუქტები და განახორციელოთ ინოვაციური, მომგებიანი პროექტები,  გააანალიზოთ მიღებული შედეგები და რაც მთავარია, გამოიმუშაოთ და აკონტროლოთ შემოსავალი.

ტრენინგების განაწილება:

I შეხვედრა: MICE ინდუსტრიის საფუძვლები

  • რა არის MICE ტურიზმი (მოკლე შესავალი);
  • რით განსხვავდება MICE ტურიზმი სხვა ტურიზმის სახეობებისგან;
  • რაც მოიცავს MICE ტურიზმი, მისი მახასიათებლები;
  • როგორ და სად იყიდება MICE პროდუქტები;
  • როგორია საქმიანი ტურიზმის მომხმარებელი, რა მოლოდინები აქვს მას;
  • რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა, სადაც ვითარდება საქმიანი ტურიზმი;
  • MICE ტურიზმის მიზნები და ამოცანები;
  • თემის შემაჯამებელი დისკუსია.

II შეხვედრა: MICE საქმიანობის სტრუქტურა

  • რა არის MICE პროექტის ყველა შემადგენელი რგოლი: მაგ. კლიენტისგან მოთხოვნის მიღება, პრეზენტაციის და ხარჯთაღრიცხვის დამუშავება, გაგზავნა და ა. შ.
  • კლიენტთან სწორი კომუნიკაციის დამყარება;
  • როგორ იყიდება MICE პროდუქტი;
  • გაყიდვების მექანიზმების ახსნა-განმარტება;
  • თემის შემაჯამებელი დისკუსია.

III შეხვედრა: MICE პროექტი და მისი ეტაპები

  • რა არის მნიშვნელოვანი პროექტის 3 ეტაპზე: მოსამზადებელზე, პროექტის დროს და პროექტის შემდგომ;
  • რა არის დაუშვებელი საქმიან ტურიზმში;
  • რა არის დაუშვებელი კლიენტთან ურთიერთობისას;
  • კორპორატიული კლიენტების თანამედროვე ტენდენციები, მოთხოვნები და მოლოდინები პროექტების მომზადების, დამტკიცების და განხორციელების დროს;
  • მომწოდებლების „ბრძოლა გადარჩენისთვის“ თანამედროვე ბაზარზე და არსებულ რეალობაში;
  • კლიენტთან მუშაობის საერთაშორისო სტანდარტები;
  • თემის შემაჯამებელი დისკუსია.

IV შეხვედრა: MICE ინდუსტრიის ძირითადი მონაწილეები

  • მონაწილეები დამკვეთების მხრიდან (ვინ არიან ამ ინდუსტრიის აქტიური მომხმარებლები, რატომ სჭირდებათ მათ MICE ტურიზმი, რა სარგებელს ხედავენ ისინი);
  • მონაწილეები მომწოდებლების მხრიდან;
  • Hospitality ინდუსტრიის რა ბიზნეს სეგმენტებია ჩართული MICE ტურიზმში პირდაპირ და ირიბად;
  • რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი;
  • ვინ არიან მონაწილეები შუამავლების სახით. რას ნიშნავს მათი აბრევიატურები (მაგალითად, DMC – Destination Management Company; PCO – Professional Conference Organizer, MP – Meeting Planner და ასე შემდეგ);
  • რა უნდა შეეძლოს ადგილობრივ DMC-ს;
  • როგორ შევინარჩუნოთ დამკვეთი;
  • თემის შემაჯამებელი დისკუსია.

V შეხვედრა: MICE ინდუსტრიის პროდუქტები

  • ძირითადი პროდუქტების ჩამონათვალი, მათი ერთმანეთთან თანაარსებობა/კვეთა;
  • სასტუმროები და მათთან ურთიერთობა;
  • რესტორნები და მათთან ურთიერთობა;
  • სხვა Hospitality ინდუსტრიის ობიექტები და მათთან ურთიერთობა;
  • ადამიანური რესურსების განვითარება MICE კომპანიის ფარგლებში;
  • რა უნარ-ჩვევები უნდა ქონდეს წარმატებულ MICE სპეციალისტს და მენეჯერს;
  • დაქირავებული პერსონალი (outsource). ვინ არიან ესენი, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი;
  • თემის შემაჯამებელი დისკუსია.

VI შეხვედრა:  მსოფლიო ტენდენციები, საქართველოს პერსპექტივები და შემაჯამებელი ინტერაქტივი მონაწილეებთან ერთად

  • კორპორატიული კლიენტების მოლოდინები გლობალურ ჭრილში და მომწოდებლის ამ მოთხოვნებზე მორგების მზაობა;
  • საქართველოს პერსპექტივები როგორც რეგიონალური MICE ინდუსტრიის კვანძი: რატომ საქართველო?;
  • რა USP აქვს ჩვენს ქვეყანას ამ ჭრილში?;
  • რეგიონალური MICE ტურიზმის დაბრკოლებები და პერსპექტივები;
  • თემის შემაჯამებელი დისკუსია.

VII შეხვედრა: შეჯამება და ინტერაქტივი

  • კლიენტთან კომუნიკაცია – ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები;
  • პროდუქტის სწორი შერჩევა/შეთავაზება – ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები;
  • პროექტის გამართული მართვა – ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები;
  • რა გავიგეთ სტანდარტებზე და გაიდლაინებზე, რატომ არიან ისინი მნიშვნელოვანი?
  • რა არის წარმატებული MICE პროექტის საწინდარი?
  • მონაწილეების მიერ ინდივიდუალური და ჯგუფური პრეზენტაციების (MICE პროექტი) წარმოდგენა.
თითოეულ მონაწილეზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
  • კურსის ხანგრძლივობა: 21 სთ;
  • დასაწყისი – დასასრული: 7 მარტი – 21 მარტი;
  • შეხვედრების განაწილება: კვირაში 3-ჯერ, (სამშაბათი, ხუთშაბათი – 19:00-22:00 სთ,შაბათი – 15:00-18:00 სთ);
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნინო ჩხეიძის N 54;
  • ღირებულება: 590 ლ;

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

  • კურსის ხანგრძლივობა: 21 სთ;
  • დასაწყისი – დასასრული: 7 მარტი – 28 მარტი;
  • შეხვედრების განაწილება: კვირაში 3-ჯერ, (სამშაბათი, ხუთშაბათი – 19:00-22:00 სთ,შაბათი – 15:00-18:00 სთ);
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნინო ჩხეიძის N 54;
  • ღირებულება: 590 ლ;

სპეციალური შეთავაზება – 10%-იანი ფასდაკლება:

  • CRDC-ის კურსდამთავრებულებზე;
  • სტუდენტებზე;
  • ერთი ორგანიზაციიდან 2 თანამშრომელზე მეტი დასწრების შემთხვევაში.
რეგისტრაცია
ვიკა შარია
ვიკა შარიატრენერი
რეგისტრაცია