Project Description
ვისთვისაა ეს კურსი?
პროგრამა განკუთვლია აპარტამენტების, მცირე ზომის სასტუმროების და გესთჰაუსების მფლობელების, მენეჯერების და თანამშრომლებისათვის. კურსი პასუხობს ზევით აღნიშნული განთავსების ობიექტების სპეციფიკას – ოპერირებისა და გაყიდვებისათვის საჭირო ტექნიკების გაცნობასა და შემუშავებას, რომელსაც პრაქტიკაში მოაქვს შედეგები.
ჩვენთან ერთად თქვენ შეძლებთ თქვენი სპეციფიკის განთავსების ობიექტების გაყიდვების გაზრდას.
პროგრამის თემატიკა:
I დღე (3 სთ) – აპარტამენტების და გესთჰაუსების ბიზნესის დაგეგმვა
- ბაზარზე შესვლა/პოზიციონირება/დამკვიდრება
- შერჩევითი პოლიტიკა – საიდან გინდა რომ მიიღო სტუმრები? – შესაბამისი პოლიტიკის გატარება
- რატომ ირჩევენ აპარტამენტებს – შედარება სხვა განთავსების ობიექტებთან
- ვინ არის აპარტამენტის და საოჯახო სასტუმროს კლიენტი – კლიენტის პორტრეტი
- კრიტერიუმების განსაზღვრა და ანალიზი
- კონკურენცია და კონკურენტები
II დღე (3 სთ) – გაყიდვები
- ფასების პოლიტიკა
- გაყიდვების ონლაინ პლატფორმები (Booking, expedia, tripadvisor, google, facebook, Instagram, Airbnb…, ქართული პლატფორმები) – მათზე სწორი მუშაობის პოლიტიკა
- სტუმრებთან კომუნიკაცია
- მაღალი/დაბალი სეზონები
- კლიენტების შერჩევა
- კონტრაგენტები – კლიენტების სეგმენტაცია (ჯგუფები, ტურისტულები, აგენტები, პირდაპირი ჯავშნები) – ვისთან როგორ უნდა ვიმუშაოთ?
- რა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც გაყიდვები მცირდება?
III დღე (3 სთ) – პრაქტიკა გაყიდვების ონლაინ პლატფორმებზე
- რეგისტრაციის დეტალები
- ინფორმაციის სწორი მითითება, განთავსება და განახლება
- მუშაობა უშუალოდ პლატფორმის სისტემაში
- შეფასებები (ე.წ. review)
IV დღე (3 სთ) – სტუმრის მიღება/განთავსება
- სტუმრის მიღება/განთავსების პროცედურები
- სერვისის მიწოდება
- პერსონალის დაგეგმვა და მართვა
- რას ვთავაზობთ სტუმარს?
- სტუმრის უსაფრთხოების დაცვა
V დღე (2 სთ) – პრაქტიკა აპარტამენტში
- სტუმრის მიღება/განთავსება
- კომუნიკაცია სტუმართან
სპიკერი: მარინა ხაჩატურიანი – “Dat Exx Apartments”-ის დამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი. 20 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით სასტუმრო ბიზნესში და 4 წელზე მეტი აპარტამენტების მართვაში
თითოეულ მონაწილეზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
- კურსის ხანგრძლივობა: 14 სთ
- თარიღები: 10, 12, 17, 18 დეკემბერი – (19:00-22:00)
- 19 დეკემბერი – პრაქტიკული ვიზიტი აპარტამენტში (დრო შეთანხმდება ჯგუფთან)
- ადგილმდებარეობა: სასტუმრო Alphabet, ქ. თბილისი, თელავის ქ. 5
- ღირებულება: 300 ლარი;
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია
- კურსის ხანგრძლივობა: 14 სთ
- თარიღები: 10, 12, 17, 18 დეკემბერი – (19:00-22:00)
- 19 დეკემბერი – პრაქტიკული ვიზიტი აპარტამენტში (დრო შეთანხმდება ჯგუფთან)
- ადგილმდებარეობა: სასტუმრო Alphabet, ქ. თბილისი, თელავის ქ. 5
- ღირებულება: 300 ლარი
სპეციალური შეთავაზება – 10%-იანი ფასდაკლება:
- CRDC-ის კურსდამთავრებულებზე;
- სტუდენტებზე;
- ერთი ორგანიზაციიდან 2-ზე მეტი თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში.