ადამიანური რესურსების მართვა (HRM) მასპინძლობის ინდუსტრიაში

ადამიანური რესურსების მართვა (HRM) მასპინძლობის ინდუსტრიაში 2020-02-15T10:24:54+00:00

Project Description

ვისთვისაა ეს კურსი?

პროგრამა „ადამიანური რესურსების მართვა (HRM) მასპინძლობის ინდუსტრიაში“ მიზნად ისახავს ტურიზმის და მასპინძლობის ბიზნესში ჩართული კერძო სექტორის სხვადასხვა რგოლის სპეციალისტის გადამზადებას ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მართვისათვის საჭირო პრაქტიკული უნარების, კომპეტენციების განვითარებისათვის, ასევე საუკეთესო ადგილობრივი და საერთაშორი პრაქტიკის გასაცნობად.

პროგრამა განკუთვნილია მასპინძლობის ინდუსტრიაში ჩართული მენეჯერებისა და სპეციალისტებისათვის. მათ შორის:

  • ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელები, მენეჯერები და სპეციალისტები
  • კომპანიის მფლობელებისა და ხელმძღვანელებისათვის
  • იმ მენეჯერებისათვის, ვინც მართავს გუნდებსა თუ დეპარტამენტებს

მონაწილეები დაეუფლებიან მასპინძლობის ინდუსტრიაში ადამიანური რესურსების მართვის საუკეთესო ადგილობრივ/საერთაშორისო გამოცდილებას, მუშაობის სპეციფიკას და სტანდარტებს, რომელთა გამოყენებასაც ისინი პრაქტიკაში შეძლებენ.

პროგრამის თემატიკა:

  • ჯაჭვური რეაქცია
  • ორგანიზაციული სტრუქტურა
  • რეკრუტინგი
  • კონტრაქტი/შინაგანაწესი/უფლება მოვალეობების დანიშნულება კომპანიაში
  • მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება
  • ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება
  • პერსონალის განვითარების სისტემები
  • კორპორატიული კომუნიკაცია და ღონისძიებები
  • კორპორატიული სტილის შექმნა
  • სამუშაო პირობების უზრუნველყოფა
  • მოტივაცია
  • კრიზისული და სტრესული სიტუაციის დროს პერსონალის მართვა
  • ღირებულებები

ტრენერი: ნინო ბართაია – აჭარა ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი, ადამიანური რესურსების მართვის 12 წლიანი გამოცდილება

კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ შეძლებთ:

  • შეიმუშაოთ და პრაქტიკაში განახორციელოთ თქვენს ორგანიზაციაზე მორგებული ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი სტრატეგია;
  • შექმნათ ორგანიზაციაში კორპორატიული კულტურა და გარემო, რომელიც ბიზნესის ზრდისა და განვითარების მყარი საფუძველი იქნება
  • მოიზიდოთ, შეარჩიოთ და განავითაროთ საუკეთესო ტალანტები თქვენს ინდუსტრიაში
  • შექმნათ დამსაქმებლის ბრენდი, სტანდარტები

ჩვენთან ერთად ეს რეალურია – გელოდებით კურსზე!

პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკულ მუშაობას სხვადასხვა ქეისზე, ასევე პრაქტიკულ ვიზიტს აჭარა ჯგუფში, HR დეპარტამენტში, სადაც მონაწილეები დააკვირდებიან მიმდინარე ადამიანური რესურსების მართვის პროცესებს და შეძლებენ სხვადასხვა ობიექტზე ადამიანების სამუშაო პროცესის დაკვირვებასა და ანალიზს

კურსის მახასიათებლები:

  • თარიღები: 17 მარტი – 9 აპრილი;
  • დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი:  19:00-22:00 სთ;
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. N5, სასტუმრო Gallery Palace;
  • ღირებულება: 1200 ლ; (შესაძლებელია ეტაპობრივი ანგარიშსწორება)

ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

  • თარიღები: 17 მარტი – 9 აპრილი;
  • დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი:  19:00-22:00 სთ;
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. N5, სასტუმრო Gallery Palace;
  • ღირებულება: 1200 ლ; (შესაძლებელია ეტაპობრივი ანგარიშსწორება)

სპეციალური შეთავაზება – 10%-იანი ფასდაკლება:

  • CRDC-ის კურსდამთავრებულებზე;
  • სტუდენტებზე;
  • ერთი ორგანიზაციიდან 2-ზე მეტი თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში.

 

რეგისტრაცია
ნინო ბართაია
ნინო ბართაიატრენერი
რეგისტრაცია