Youth Board-ში წევრების მიღება დაიწყო

ტრენინგ ცენტრი CRDC  Youth Board-ში წევრების მიღებას იწყებს.

ბორდის შექმნის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურ ჩართვას.

ბორდში გაწევრიანება შეეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას (ასაკი: 14-29) შერჩევის კრიტერიუმია მოტივაცია, ბორდის შეკრებებზე აქტიური დასწრება, ჩართულობა და ახალი იდეების გენერირება.

დაინტერესებულ პირებს, ვთხოვთ საკუთარი CV (გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე contact@crd.ge (სათაურის ველში მიუთითეთ Youth Board) ან დაგვიკავშირდით FB გვერდის პირადი შეტყობინებების საშუალებით https://www.facebook.com/trainingcenterCRDC/

შერჩევის ეტაპები: პირველადი ინფორმაციის მიღება და გადარჩევა; ინდივიდუალური შეხვედრები აპლიკანტებთან.

Youth Board მუშაობას სექტემბრიდან დაიწყებს.

თუ:

  • ახალი, კრეატიული იდეების გენერირება შენი საქმეა;
  • აქტიური ცხოვრების წესი შენი განუყოფელი ნაწილია;
  • გინდა რაღაცების შეცვლა ან/და ახლის შექმნა;
  • ეძებ გარემოს, სადაც გუნდური თამაშის წესებია;
  • გინდა რომ შენი რესურსების მაქსიმალური რეალიზება მოახდინო;

მაშინ განვითარებაზე ორიენტირებულ  ყველა ახალგაზრდას გელოდებით Youth Board-ში.

2019-07-16T12:19:50+00:00