MICE ტურიზმი – მორიგი ტრენინგ კურსის წარმატებული დასასრული CRDC-ში

CRDC-ის ტრენინგ ცენტრში მორიგი ტრენინგ კურსი „MICE ტურიზმი“ დასრულდა. კურსის ფარგლებში მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა და აიმაღლეს კვალიფიკაცია ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: MICE ინდუსტრიის საფუძვლები, MICE საქმიანობის სტრუქტურა, MICE ინდუსტრიის ძირითადი მონაწილეები, MICE ინდუსტრიის პროდუქტები, მსოფლიო ტენდენციები და  საქართველოს პერსპექტივები.

ტრენინგებში მონაწილეობას იღებდნენ ტურისტული კომპანიების და სასტუმროების მფლობელები, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები, პროფესიონალი გიდები, ასევე, MICE ტურიმით დაინტერესებული სხვადასხვა სპეციალისტი. კურსის მონაწილეებს შეეძლებათ სრულყოფილად შეადგინონ საკუთარ ბიზნესზე/ორგანიზაციაზე მორგებული კორპორატიული (MICE) ტურიზმის სტრატეგია, განახორციელონ სეგმენტირებული კამპანიები მათ ინდუსტრიაში, შექმნან კორპორატიული ღონისძიებების პროდუქტები და განახორციელონ ინოვაციური, მომგებიანი პროექტები.

ტრენინგ-კურსს უძღვებოდა ტრენერი ვიკა შარია, რომელსაც მასპინძლობის ინდუსტრიაში 20 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. იგი  MICE ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ტოპ მენეჯერია საქართველოში.

ღონისძიებას უმასპინძლა სასტუმრომ Bridge Hotel.

MICE ტურიზმის შემდეგი ნაკადი მონაწილეებს მომავალი წლიდან ელოდება. ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის შეგიძლიათ მიჰყვეთ  ბმულს.

2018-12-21T06:22:12+00:00