CRDC-ში ონლაინ ტურისტული არხების ტრენინგი ჩატარდა

CRDC-ის ტრენინგ ცენტრში ონლაინ ტურისტული არხების ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • რა არის ონლაინ ტურისტული არხი, როგორც პროდუქტი;
  • ონლაინ ტურისტული არხების ისტორია. ყველაზე პოპულარული ონლაინ ტურისტული
    არხების განვითარების ისტორია;
  • შინაარსის მნიშვნელობა, როგორ დაგეხმარებათ შინაარსი გამოარჩიოთ თქვენი ობიექტი
    კონკურენტებისგან;
  • ფოტოების მნიშვნელობა – რა როლს თამაშობს ფოტო მომხმარებლის გადაწყვეტილებაში;
  • ეტაპები – როგორ გავხადოთ თქვენი ობიექტი ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის.

ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი თამუნა კუბლაშვილი, რომელსაც აქვს 10 წლიანი გამოცდილება სასტუმროს ინდუსტრიაში, საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებთან, ასევე გამოცდილება ონლაინ არხების მომსახურებაში. ამჟამად იგი ესთიეს ჰოსფითალითი საქართველოს ბიზნესის განვითარების და პროექტების მენეჯერია.

ტრენინგის მონაწილეებმა  აიმაღლეს კვალიფიკაცია, შეიძინეს და განავითარეს უნარები , რომლებიც დაეხმარებათ ონლაინ ტურისტულ არხზე ობიექტის გვერდის წარმატებულ შექმნასა და მართვაში. კურსში მონაწილეობა მიიღეს სასტუმროების მფლობელებმა, ხელმძღვანელებმა, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებმა, ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა.

ტრენინგი კვლავ ჩატარდება 2019 წლის იანვარში. წინასწარი რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ბმულზე

2018-12-20T16:31:17+00:00