CRDC-ში მორიგი ტრენინგ კურსი MICE ტურიზმი დაიწყო

CRDC-ის ტრენინგ ცენტრში მორიგი ტრენინგ კურსი „MICE ტურიზმი“ დაიწყო. კურსის ფარგლებში გაიმართება 5 შეხვედრა შემდეგ თემატიკაზე:

  • MICE ინდუსტრიის საფუძვლები;
  • MICE საქმიანობის სტრუქტურა;
  • MICE ინდუსტრიის ძირითადი მონაწილეები;
  • MICE ინდუსტრიის პროდუქტები;
  • მსოფლიო ტენდენციები, საქართველოს პერსპექტივები და შემაჯამებელი ინტერაქტივი მონაწილეებთან ერთად.

ტრენინგებში მონაწილეობას იღებენ ტურისტული კომპანიების და სასტუმროების მფლობელები, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები, პროფესიონალი გიდები, ასევე, MICE ტურიმით დაინტერესებული სხვადასხვა სპეციალისტი. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ სრულყოფილად შეადგინონ საკუთარ ბიზნესზე/ორგანიზაციაზე მორგებული კორპორატიული (MICE) ტურიზმის სტრატეგია, განახორციელონ სეგმენტირებული კამპანიები მათ ინდუსტრიაში, შექმნან კორპორატიული ღონისძიებების პროდუქტები და განახორციელონ ინოვაციური, მომგებიანი პროექტები, გააანალიზონ მიღებული შედეგები და რაც მთავარია, გამოიმუშაონ და აკონტროლონ შემოსავალი.

ტრენინგ-კურსს უძღვება ტრენერი ვიკა შარია, რომელსაც მასპინძლობის ინდუსტრიაში 20 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. იგი არის MICE ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ტოპ მენეჯერი საქართველოში.

ღონისძიების მაპინძელია სასტუმრო Bridge Hotel.

2018-12-11T18:13:31+00:00