CRDC და THE STREAM რეკრუტინგის ერთობლივ ტრენინგ კურსს ჩაატარებენ

სამოქალაქო კვლევების და განვითარების ცენტრსა (CRDC) და საკონსულტაციო კომპანია THE STREAM-ს შორის  ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგი მიმართულებებით: ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით ერთობლივი პროექტების და კვლევების განხორციელება საგრანტო პროექტებში პარტნიორული თანამშრომლობა, ერთობლივი ტრენინგების ორგანიზება, საჯარო ლექციების, სემინარების, და კონფერენციების და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს  სამოქალაქო კვლევების და განვითარების ცენტრის გენერალურმა დირექტორმა პეტრე ადამაძემ და საკონსულტაციო კომპანია THE STREAM-ის დირექტორმა მარინა კუჭუხიძემ.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში CRDC-ის ტრენინგ ცენტრში 26 თებერვლიდან – 8 მარტის ჩათვლით  ჩატარდება რეკრუტინგის ტრენინგ კურსი, რომელსაც THE STREAM-ის დირექტორი და ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტი მარინა კუჭუხიძე წარუძღვება. ტრენინგების მიმდინარეობისას მოწვეული იქნებიან და რეკრუტინგში საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ საკონსულტაციო კომპანიის STREAM-ის კონსულტანტები შალვა ბაღათურია, ნონა კერესელიძე და მაია რობაქიძე.

 

თუ გსურთ თქვენი ბიზნესისა და ორგანიზაციის შესაბამისი თანამშრომლები მოიძიოთ და სწორად შეარჩიოთ – დაესწარი ჩვენს კურსს. 

კურსი განკუთვლია ყველასთვის, ვინც კომპანიაში ადამიანური რესუსების შერჩევაშია ჩართული: სხვადასხვა რგოლის მენეჯერებისთვის, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის და სპეციალისტებისთვის კურსი პრაქტიკულია, დაეფუძნება საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკებს და მიმართული იქნება ტრენინგის მონაწილეთა საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტების ერთობლივ ინოვაციურ მოძიებაზე.

ტრენინგის განმავლობაში მსმენელები პრაქტიკულად იმუშავებენ ადამიანური რესურსების მოზიდვის და შერჩევის მეთოდებზე. გაეცნობიან თანამედროვე მიდგომებს, აპრობირებულ და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, განიხილავენ გავრცელებულ შეცდომებს პერსონალის მოძიების დაგეგმვის და განხორციელების პროცესში. ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობების და როლური თამაშების დახმარებით შეიძენენ შესაბამის უნარ-ჩვევებს.

 

რეკრუტინგის კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს – ტრენინგ კურსი რეკრუტინგი 

2019-02-14T15:01:15+00:00