CRDC და GPMA პროექტების მართვის ერთობლივ ტრენინგ კურსს ჩაატარებენ

სამოქალაქო კვლევების და განვითარების ცენტრსა (CRDC) და საქართველოს პროექტების მართვის ასოციაციას (GPMA) შორის  ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგი მიმართულებებით: საგრანტო პროექტებში პარტნიორული თანამშრომლობა, ერთობლივი ტრენინგების, საჯარო ლექციების, სემინარების, კონფერენციების და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს  სამოქალაქო კვლევების და განვითარების ცენტრის გენერალურმა დირექტორმა პეტრე ადამაძემ და საქართველოს პროექტების მართვის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო გორგაძემ.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში CRDC-ის ტრენინგ ცენტრში 15 მარტიდან – 5 აპრილამდე ჩატარდება პროექტების მართვის ტრენინგ კურსი, რომელსაც საქართველოს პროექტების მართვის ასოციაციაციის აღმასრულებელი დირექტორი და პროექტების მართვის პროფესიონალი (PMP) ნინო გორგაძე წარუძღვება. ტრენინგ კურსი პასუხობს პროექტების მართვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ეფუძნება თანამედროვე, ინოვაციურ სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ მეთოდებს.

ტრენინგ კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს – პროექტების მართვა

CRDC-სა და GPMA-ს  შორის  ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში სხვა დაგეგმილი პროექტების და ტრენინგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება.

2019-02-07T17:54:53+00:00