ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ინიციატივით, რეგიონებში პირველად MICE ტურიზმის კურსი ჩატარდა

კამპანია „მასპინძელის“ ფარგლებში მ/წ 2 მარტიდან 4 მარტის ჩათვლით  „ქუთაისის ტურიზმის ცენტრში“ ქუთაისის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ  ტრენინგ ცენტრ CRDC-ის კურსი MICE ტურიზმი – ტრენერი: ვიკა შარია. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ამ ტიპის ტრენინგები საქართველოს რეგიონებში ჩატარდა.

CRDC ეს ტრენინგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე, მასპინძლობის ინდუსტრიის ყველა მონაწილე რგოლები, გაყიდვების ტექნოლოგიები, კლიენტთან სწორი კომუნიკაციის დამყარება, პროფესიონალი მენეჯერის აუცილებელი თვისებები და სხვა მრავალი. ამ ცოდნის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი პროფილის ტურისტული კომპანიისათვის.

აღნიშნული პროექტის შედეგად მონაწილეებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია MICE ტურიზმის სფეროში. ეს სფერო წარმოადგენს საქართველოს პოზიციონირებას, როგორც საქმიანი ტურიზმის საუკეთესო დანიშნულების ადგილი. ასევე, ზოგად ტურიზმის ყველაზე პერსპექტიულ დარგს ჩვენი ქვეყნისათვის. აღნიშნული ტრენინგ კურსი თავის მხრივ დადებითად აისახება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩინებაზე, ტურისტების კვალიფიციურ მომსახურებაზე, ახალი, ინოვაციური, მომგებიანი პროექტების დაგეგმასა და განხორციელებაზე. ტრენინგების მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ და კურსის ტრენერმა ვიკა შარიამ გადასცეს.

 

 

2019-03-05T12:34:38+00:00