ნიკა კვერნაძე: CRDC საერთაშორისო ბაზრებზე საკუთარი პროგრამების განხორციელებას იწყებს

CRDC საერთაშორისო ბაზრებზე საკუთარი პროგრამების განხორციელებას იწყებს, – ამის შესახებ ტრენინგ ცენტრ CRDC-ის თანადამფუძნებელი ნიკა კვერნაძე ჩვენი ორგანიზაციის მედიაცენტრთან საუბრისას აღნიშნავს. მისივე განმარტებით, ტრენინგ ცენტრი CRDC სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე გადის, მათ შორის უზბეკეთი და ბელარუსია.

25-28 თებერვალს CRDC-ის მმართველი პარტნიორები პეტრე ადამაძე და ნიკა კვერნაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ მინსკში, სადაც ოფიციალური შეხვედრები წარიმართა საქართველოს საელჩოში, ადგილობრივ სამთავრობო და კერძო სტრუქტურებთან

“აღსანიშნავია, რომ ბელარუსიის ტურიზმის სამინისტრო მზადაა გაიზიაროს ქართული წარმატება, მათ მიერ შეირჩა CRDC-ის უნიკალური რამდენიმე პროგრამა, რომელიც განხორციელდება ქ.მინსკში, ადგილობრივი სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით” – ამბობს ნიკა კვერნაძე

“ჩვენი გუნდის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ბელარუსიაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩს – ბატონ ვალერი კვარაცხელიას, ასევე ელჩის უფროს მრჩეველს ბატონ ირაკლი კვანჭახაძეს მხარდაჭერისათვის. დასაფასებელია მათი ძალისხმევა, ქართული საუკეთესო გამოცდილების საერთაშორისო ასპარეზზე გატანის ხელშესაწყობად” – აღნიშნავს  CRDC-ის მმართველი პარტნიორი

ტრენინგ ცენტრ CRDC-ის გუნდი კი მზადაა განახორციელოს განათლების ექსპორტი, უმაღლეს დონეზე წარმოაჩინოს საქართველოში დაგროვილი წარმატებული გამოცდილება და ჩვენი პროგრამებით საკუთარი წვლილი შევიტანოთ მეგობარი ქვეყნების ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაში

2020-03-03T11:12:28+00:00