ნიკა კვერნაძე: ტრენინგ ცენტრ CRDC-ის ბაზაზე Youth Board დაფუძნდება

„ტრენინგ ცენტრ CRDC-ის ბაზაზე Youth Board დაფუძნდება“ – ამის შესახებ ტრენინგ ცენტრ CRDC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკა კვერნაძემ კომერსანტის ეთერში გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ ისაუბრა

 

რა გამოწვევებს ხედავთ ქვეყნის ახალგაზრდულ პოლიტიკაში? 

რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფდი, პირველია განათლების ხარისხის ამაღლება. განათლება ახალგაზრდული პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი უნდა იყოს, უწყვეტად განავითაროს ქვეყანაში განათლების ხარისხი, რაც უფრო კონკურენტუნარიანს გახდის ჩვენს ახალგაზრდობას, დაეხმაება მათ მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი წარმატებული პროფესიული კარიერის შექმნისათვის.

აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია, განსაკუთრებით რეგიონებში. ახალი ცენტრების, ბაზების მაქსიმალურად სწრაფად აშენება და შემდეგ მათი ეფექტიანი მართვა.

დღესდღეობით ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ ძალიან აქტიური, მიზანდასახული ახალგაზრდები, ჩვენი და სახელმწიფოს მთავარი მიზანი ერთის მხრივ მათი ცოდნის და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა და მეორეს მხრივ შესაბამისი გარემოსა და შესაძლებლობების შექმნაა, რათა ახალგარდებმა შეძლონ საკუთარი რესურსების გამოყენება ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საქმიანობაში.

 

როგორია ახალგაზრდების ჩართულობა ტრენინგ კურსებში და რა მიმართულებებით ინტერესდებიან ისინი?

თითოეული კურსის განმავლობაში ტრენინგ ცენტრი CRDC აწარმოებს სტატისტიკას მონაწილეების შესახებ. ამ სტატისტიკის თანახმად, სტუდენტების ჩართულობა ტრენინ კურსებში შეგვძლია შევაფასოთ როგორც აქტიური. მათი ძირითადი ინტერესის სფეროების ისეთი კურსები როგორებიცაა: პროექტების მართვა, ციფრული მარკეტინგი, ადამიანური რესურების მართვა, ბოლო ტენდენციით ასევე აქტიურად დაიწყეს ტურიზმის სფეროთი დაინტერესება. აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენს ნებისმიერ კურსზე, ნებიმისერი სტუდენტი სარგებლობს 10%-იანი ფასდაკლებით. ასევე, დავიწყეთ თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან, მემორანდუმის ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები ტრენინგ ცენტრ CRDC-ის კურსებზე ისარგებლებენ -20% პირობით

 

თქვენი ორგანიზაციის გეგმები ახალგაზრდობის ჩართულობის ასამაღლებლად

შემოდგომიდან ჩვენი ტრენინგ ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებას დაიწყებს ახალგაზრდული საბჭო – Youth Board. ბორდის შექმნის მთავარი მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის ამაღლება სოციალურ პროექტებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე, აღნიშნული ბორდის შექმნის და განვითარების მიზანია ახალგაზრდების რესურსების განვითარება და მათი ეფექტიანი გამოყენება. ბორდში გაწევრიანება შეეძლება ნებისმიერ ახალგაზრდას. ინფორმაცია მალე დაიდება ჩვენს საიტზე და fb გვერდზე. შერჩევის კრიტერიუმია მოტივაცია, ბორდის შეკრებებზე აქტიური დასწრება, ჩართულობა და ახალი იდეების გენერირება.

ახალგაზრდული ბორდის წევრებთან ერთად ვგეგმავთ ისეთი პროექტების განხორციელებას როგორიცაა: “მეწარმე ახალგაზრდა თაობა“ –

პროექტის მიზანია:

– ახალგაზრდა თაობისათვის ბიზნესის მართვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის და გამოცდილების გადაცემა;

– ახალი ბიზნესების დაწყების მხარდაჭერა;

– სტეიკჰოლდერებთან ახალგაზრდების ნეთვორქიგის მხარდაჭერა.

პროექტი შექმნის დამოუკიდებელ, თავისუფალ, თანამედროვე ახალგაზრდა მეწარემეებს, რომლებიც საკუთარ როლს ითამაშებენ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში.

ასევე განვახორციელებთ საზაფხულო და ზამრთის ბანაკებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო თემატიკის მიხედვით.

“ჩვენი ორგანიზაციის პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა, ხელი შევუწყოთ მათი პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანად რეალიზებას. დღესდღეობით ქვეყანაში ნამდვილად ჭირს ამ მისიის შესრულება. თითოეული ორგანიზაციის ვალდებულებაა ხელი შეუწყონ ახალგაზრდების რესურსების განვითარებას. ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან მზად ვართ ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშაოთ და ერთობლივი თანამშრომლობით მხარი დავუჭიროთ ქვეყანაში ახალგაზრდა თაობის ეკონომიკურ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ამაღლებას” – განაცხადა CRDC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკა კვერნაძემ

 

 

 

2019-07-10T14:18:11+00:00