ნიკა კვერნაძე: მალე გამოვაცხადებთ მიღებას ექსკლუზიურ ტრენინგ კურსებზე

კომერსანტის ეთერში დაიწყო გადაცემა “მთავარი ფაქტორი”. გადაცემის თემა იყო განათლება ტურიზმში, სადაც სტუმრად მიწვეული იყო CRDC-ის აღმასრულებელი დირექტორი ნიკა კვერნაძე. გთავაზობთ ინტერვიუს გადაცემიდან.

 

ბატონო ნიკა, თქვენი დაკვირვებით რა ტიპის კურსებზეა მოთხოვნა

მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენს ტრენინგ ცენტრში CRDC მენეჯმენტის, სამართლის სხვადასხვა კურსთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტი. სიმართლე გითხრათ, ამ სფეროთი ასეთ დიდ დაინტერესებას ნამდვილად არ ველოდით. თუმცა თავის მხრივ, ეს განპირობებული იყო იმ უნიკალური კურსებით, რომლებიც ჩვენს ტრენერებთან ერთად დავგეგმეთ. ამჟამად ტრენინგ ცენტრ CRDC-ში ხელმისაწვდომია ისეთი კურსები როგორიცაა: სასტუმროს მენეჯმენტი, საქმიანი (MICE) ტურიზმი, ტურისტული კომპანიის მართვა, ონლაინ ტურისტული არხების მართვა, კვებისა და სასმელების F&B მენეჯმენტი, ღვინის ტურიზმი.

ჩვენი ცენტრი იყო ის ორგანიზაცია,  სადაც ამ კურსების უმრავლესობა პირველად  ჩატარდა. შემიძლია გითხრათ, რომ დაინტერესება ამ კურსებზე თანაბარია, მეტიც ეს ტენდენცია მზარდია, და შემოდგომიდან ველოდებით მსმენელების საკმაოდ დიდ რაოდენობას და მე დარწმუნებული ვარ CRDC- ში დაინტერესებულები პირები ნამდვილად აიმაღლებენ თავიანთ კვალიფიკაციას ეს იქნება ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი თუ სხვა მიმართულება.

 

შეგვიფასეთ ძირითადი სეგმენტი – ვინ ინტერესდება კვალიფიკაციის ამაღლების კურსებით

კურსების ბოლოს ყოველთვის ვაწარმოებთ მსმენელების სტატისტიკას. ტრენინგების მონაწილეების საერთო რაოდენობის 70% წარმოადგენს უმაღლესი რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლები, მათ შორის ორგანიზაციის მფლობელები, დამფუძნებლები, ხელმძღვანელები და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები. ასევე აქტიურად ესწრებიან სხვადასხვა რგოლის მენეჯერები და სპეციალისტები. აღსანიშნავია,რომ კურსების დაფინანსებას ხშირად ორგანიზაციები ახორციელებენ და ზრუნავენ ადამიანური რესურსების განვითარებაზე, რაც დამეთანხმებით რომ ძალიან კარგი მიდგომაა ორგანიზაციების მიერ თანამშრომლების მიმართ. მივესალმები ყველა იმ ორგანიზაციას ვინც ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

 

ბატონო ნიკა ალბათ დამეთანხმებით, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი კურსის შინაარსთან და ტრენერთან ერთად წარმოადგენს მისი ფასი – საინტერესო იქნება ვისაუბროთ საფასო პოლიტიკის შესახებ. რა ღირს კურსები ტურიზმის მიმართულებით?

აბსოლუტურად გეთანხმებით და ამიტომაც ტრენინგ ცენტრი CRDC აერთიანებს მაღალკვალიფიციურ ტრენერებს და რაც მნიშვნელოვანია მხოლოდ პრაქტიკოს ტრენერებს, თანამედროვე სწავლების მეთოდებით. კურსის საფასური ნამდვილად წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ ფაქტორს. კურსების ფასები მისი ხანრძლივობის მიხედვით იცვლება და იწყება 120 ლარიდან. ყველაზე მაღალი ფასი ამ ეტაზე შეადგენს  790 ლარი. არის კურსები, რომელთა ფასებია 150 ლარი, 350, 590 ლარი. ბაზარზე რა თქმა უნდა სხვადასხვა ტრენინგ ცენტრი განსხვავებულ ფასს სთავაზობს და შესაძლებელია მათი ფასები აღემატებოდეს დასახელებულ რაოდენობებს.

 

ბატონო ნიკა საუბრის დასასრულს გვითხარით რა გეგმები აქვს ორგანიზაციას ტურიზმის სფეროში?

ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება ტრენინგების აქტიური სეზონისათვის. იქედან გამომდინარე, რომ ახლა დატვირთული ტურისტული სეზონია ტურიზმის სფეროში, დასაქმებულ ადამიანებს შედარებით ნაკლები დრო აქვთ ტრენინგ კურსებისათვის. ძალიან მალე გამოვაცხადებთ მიღებას ექსკლუზიურ ტრენინგ კურსებზე, ასევე ყოველთვის ვმუშაობთ არსებული კურსების განვითარებაზე. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა ტურიზმის სფეროში მაღალკვალიფიციური განათლება მიიღონ. აუცილებელია, რომ ჩამოსულ ტურისტულ ნაკადებს კვალიფიციური ადამიანური რესურსები მოემსახურონ, რათა საქართველო იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე და უკვე ერთხელ ჩამოსული ტურისტი კიდევ მივიღოთ, ისევე როგორც გავზარდოთ ტურისტების ხარისხი, რაც ნიშნავს მეტ ინვესტიციას ჩვენს ქვეყანაში.

 

შეგახსენებთ, რომ გადაცემა “მთავარი ფაქტორი” ყოველ მეორე ოთხშაბათს 16:10-ზე გავა რადიო კომერსანტის პირდაპირ ეთერში. ასევე FB მაყურებლებს საშუალება ექნებათ პირდაპირ ეთერში თვალი ადევნონ გადაცემას.

 

2019-06-12T14:03:02+00:00