ქეთევან ახობაძე

ქეთევან ახობაძე 2019-05-01T07:38:16+00:00

WFTGA – მსოფლიო გიდების ასოციაციების ფედერაციის მიერ სერტიფიცირებული გიდი და გიდების ტრენერი

საქართველოს გიდების ასოციაციის სერტიფიცირებული წევრი. ღვინის ტურიზმის სერტიფიცირებული გიდი. პროფესიული კოლეჯის – იკაროსი – კურსდამთავრებული – მესამე საფეხურის სომელიე, ე.წ. DMC- agent , ღვინის თემაზე მოწვეული ტრენერი სხვადასხვა ორგანიზაციებში და მუდმივმოქმედი ლექტორი გიდების სკოლაში – NEWKAZ , მუშაობს ღვინისა და კულინარიული ექსკუზიური ტურების გიდად , Gault&Millau-ს მიერ საქართველოში მოწვეული კულინარიისა და ღვინის ექსპერტების პერსონალური გიდად, მუშაობს საქართველოს პარლამენტის , თავდაცვის სამინისტროს , ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და რამოდენიმე მაღალი რანგის ინსტიტუტის სტუმარი დელეგაციების გიდად. აქვს პრეს და მედია ტურების გაძღოლის დიდი გამოცდილება, სადაც უშუალოდ მისი ჩართულობით ბევრჯერ მომზადებული ღვინისა და კულინარიის შესახებ სტატიები და ვიდეო რგოლები საქართველოზე. ტურიზმის სფეროში ყველაზე ფართო მასშტაბიანი პროექტები : 2015 ნატოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურული პროგრამის კოორდინატორი, 2016 ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურული პროგრამის კოორდინატორი , 2017 წელი ირანში, თეირანში გამართული გიდების მსოფლიო კონგრესზე საქართველოს დელეგაციის მთავარი სპიკერი (გამარჯვებული ქვეყანა) , 2019 წელი – თბილისში გამართული გიდების მსოფლიო ასოციაციების ფედერაციის კონგრესის დიასახლისი.

ღვინის ტურიზმი