ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია 2018-09-23T20:04:48+00:00

2005-2012 წლებში წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. 2012 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის  დოქტორანტი.

2013 წლიდან სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოწვეული ლექტორია. სალექციო კურს კუთხულობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში.

2013 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული ტრენერია.

2011 წლიდან არის  სადაზღვევო კომპანია „არდის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

2018 წლიდან არის “ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის”  გამგეობის თავმჯდომარე.

შრომის სამართლის ძირითადი ასპექტები

სახელმწიფო შესყიდვების ძირითადი ასპექტები