თამარ ბადაშვილი

თამარ ბადაშვილი 2018-11-21T12:34:07+00:00

თამარი უკვე რამდენიმე წელია, რაც ციფრული მარკეტინგის სფეროში საკმაოდ აქტიურად და წარმატებულად არის ჩართული;

ფლობს ლუვენის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს და კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაკალავრის დიპლომს;

გარდა ამისა, 4 წლის წინ თამარი Digital Marketing Institute-ის სერტიფიცირებული ციფრული მარკეტერი გახდა, რამაც არაერთი ზედა რგოლის მარკეტინგულ თანამდებობაზე მუშაობის საშუალება მისცა, მათ შორის კომპანია “4Finance”-ის (vivus.ge) მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია და კრედო ბანკის მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოზიცია;

ამჟამად თამარი დასაქმებულია აჭარაბეთში, ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.